 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 სექტემბერი, 2017 |
აფხაზეთის ომში, რომელიც 1992-93 წლებში მიმდინარეობდა, ქართველი ბიჭები პოეტ არჩილ სულაკაურისა და კომპოზიტორ გოგი (გიორგი) ცაბაძის ლექს - სიმღერას - ,,ჟღალ მიმინოს“ მღეროდნენ.
უამრავი ქართველი შეეწირა აფხაზეთის ომს, მათ შორის იყვნენ მსახიობები: საშკა იოსელიანი, ლევან აბაშიძე და მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი - ირაკლი.
ჩემმა ფოლკლორისტმა მეგობარმა - გიორგი ჯმუხაძემ 20 წლის ბიძა დაკარგა აფხაზეთის ომში, მამუკა ჯმუხაძე.
2012 წელს აფხაზეთის ომის გმირებზე ლექსი დავწერე, გიორგი ჯმუხაძემ ჩემს ამ ლექსზე სულისშემძვრელი სიმღერა დაწერა, რომელიც ბიძამისის ხსოვნას მიუძღვნა.
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს... რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი - აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.
ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი, მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს! საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები, ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!
ვიდრე ჩვენში ,,ჟღალ მიმინოს“ გულიც მღერის, არ ჩაქრები წინაპართა სანთელო! გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!
ოთარ რურუა
მუსიკის ავტორი: გიორგი ჯმუხაძე (თავად ასრულებს)
https://www.youtube.com/watch?v=SogAJ6imvfg
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს... ის ცა კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით... და მენანება სხვის თითზე რიწა - გაწბილებული სასძლო ბეჭედი."
"გაგრგის პანაშვის ვერ დავესწარი, გასასვენები მყავდა მეორე" ............................................................ "ნაღმის ქოლგები თუ გახსოვს... ის ცა კვლავ სიზმარ-სიზმარ დამაქვს ბეჭებით... და მენანება სხვის თითზე რიწა - გაწბილებული სასძლო ბეჭედი."
"გაგრგის პანაშვის ვერ დავესწარი, გასასვენები მყავდა მეორე" ............................................................
|
|
მონაცემები არ არის |
|
|