ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2017


ბანალურად, წვიმაზე

ახლა სულ წვიმები იქნება,
ხეებს გადაღლიან ქარები.
მაინც ვეღარავინ მიხვდება,
მე რომ ისე არ მეყვარები.
ახლა სულ თოვლს უნდა ველოდოთ,
მზემაც დაიხურა საბანი.
ცაო, ღრუბლიანო, მელოტო,
ცაო, ვარსკვლავები სად არის?
მთვარემ ჩაიხუტა უბეში,
მზემ თბილი სხივები აკეცა.
რად მინდა უკბილო ნუგეში,
გავუშინაურდი ნაღველსაც.
ახლა სულ წვიმები იქნება.
მერე რა, ხანდახან კარგია.
მიყვარს: ცა ჩურჩულით იღვრება,
გულს ეფერება და
მადლია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები