ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნ.ფხოველი
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2017


ნენე

2017წ, შემოდგომის დასაწყისი, ზემო აჭარა "ბარხატნი" სეზონი, მივდივარ  თვალსა და გულს ერთმანეთზე მეტად უხარია, გზადაგზა არითმიასავით გაგიელვებს აზრი " მადლობა ღმერთო, რომ ქართველი ვარ, მადლობა ჩემს დამბადებელს, რომ საქართველოში დავიბადე" ოღონდ ეს აზრი ისეა შერწყმული ამ კეთილშობილ ბუნებასთან, ერთი წამითაც არ აკნინებს დეფამიწაზე სხვა ადგილებს, უბრალოდ შენ შენი გიხარია, ეს არის შკალის მაქსიმუმი. გზაში ორი ქართველი გვხვდება ორივე მუსულმანი, არც არაფერი შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეს მეტი არც მათ უთქვამთ არც ჩვენ, სადამდეც მიდიოდნენ მივიყვანეთ, ცოტა გტკივა სადღაც შენი სისხლი და ხორცი ანდრია პირველწოდებულის ნატერფალზე, რომ მუსულმანია, მაგრამ არაუშავს "ყველა გზა ხომ მაინც რომში მიდის". უკანა გზაზე კიდევ ერთი კაცი გვიქნევს ხელს, ისიც ქართველი, ზღაპრის გმირს ჰგავს ოღონდ საეჭვოს, ერთი ის თუ დაგამშვიდებს ხელში გიტარა უჭირავს,სადღაც მიემღერება, ჩემი სუბიექტური აზრით კიდევ, ადამიანს თუ ემღერება იმას სადღაც არაუშავს რა კიდეც. ღმერთი, რომ სამობით არის, შუა გზაში ვეკითხები :შენც მუსულმანი ხარ ძმობილო? არა ძმაო ქრისტიანი, მპასუხობს ეგრევე თავისი კილოთი :მე ციხეში მევინათლე, ჩემი ნენეი მჭადს, რომ აცხობდა ზედ ჯვარს სახავდა, ადრიდანვე მოდის მასე, თურქი, რომ ჰკითხავდა რატომო?! პასუხობდნენ ესე უფრო ადვილად ტყდება მერეო. ისევ ის შეგრძნება, ისევ არითმია, ისევ ჟრუანტელი, წესით ცუდად ხარ, მაგრამ მაინც ბედნიერი იმით, რომ არ გიწერია გადაშენება შენ. ამ ქვეყანაში ნენეი კიდევ აცხობს მჭადს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები