ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2017


ჩემს შვილს სიყვარულისფერი თვალები ექნება (ვერლიბრი - თავისუფალი სტილის ლექსი)

ჩემს შვილს
სიყვარულისფერი თვალები ექნება,
იქნება დედასავით ლამაზი და
ღვთისმშობლის ხატზე მლოცველს
არასოდეს შეშურდება სხვისი.
ჩემს შვილს
სიყვარულისფერი თვალები ექნება,
იქნება მამასავით კეთილი და
ღვთისგან წრფელი გულით მირონცხებულს
ეყოლება ქრისტიანი მეუღლე.
მშობლების სიცოცხლეს უძირო
ცისფერი ან ლურჯი თვალები ექნება.

ოთარ რურუა

კითხულობს: თეა თაბაგარი

https://www.youtube.com/watch?v=xr2UYH2kbOE&index=15&list=PLdvmaueOfJW6T52MaW6pH6kNlxdce2gMt

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები