ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2017


გოგოს, რომელიც მოხდენილად ცეკვავს

შემოგეცეკვა ჩოხიანს,
ყველაფერია ცეკვა და...
ჯიხვის რქით დამილოცნია -
ვინც მოხდენილად ცეკვავდა.

ისე გიხდება ღიმილი,
ცის ვარსკვლავივით კაშკაშებ,
გათრობს სურნელი გვირილის,
ეშხით აღანთებ ვაჟკაცებს.

მსურს შევეჯიბროთ ერთმანეთს,
ცეცხლი დავანთოთ როკვებით...
და ჯიხვის ყანწით დავლოცოთ
ალგეთს დაზრდილი ბოკვრები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები