ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2017


გალაკტიონს

"იმ ღამით ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, 
სწორედ იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი".
შოთა ნიშნიანიძე

რიონის სიცელქე თუ დაენათლა,
არის იგი ცეცხლის წაკიდება,
არა, ვერ დაიტევ, რომ არა თქვა,
გული ზოგჯერ ისე გაგიჟდება.
პოეტი - - - - ლამაზი გაზაფხული,
ტოტებზე კვირტები დაბუთქული,
პოეტი - - - -  უტკბილეს ალდაკრული,
განცდა ნიაღვრებად, წარღვნად თქმული.
პოეტი - - - - ატმის ყვავილები,
მზის სხივებს რომ ეღიმილებიან,
გული ვარდივით გაიშლება
და სურნელება სულთან მიაქვს.
რიონის სიცელქე თუ დაენათლა,
არის იგი ცეცხლის წაკიდება,
არა, ვერ დაიტევ რომ არა თქვა,
გული ზოგჯერ ისე გაგიჟდება.

                                    11.10.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები