ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2019


სურ(რ)ეალისტური ლექსი

სურ(რ)ეალისტური  ლექსი

„ლეგენდად დარჩეს,
მეგობრებო, ლეგენდად დარჩეს!“         
მურმან ლებანიძე

                           
                    იმთბილისური

ერთხელ დუქანში ქეიფობდა ცნობილი ქურდი,
თან ამაყობდა ვარსკვლავიან, თურმე, ბეჭებით.
შემომსხდარიყვნენ მის სუფრასთან მარდნი და ურდნი,
გარშემორტყმული იყო უბნის „ძველი“ ბიჭებით. 

ამ დროს დუქანში შემოსულა გალაკტიონი,
თვალებით სწრაფად უპოვნია თავისთვის კუთხე,
არ მოეწონა მისთვის უცხო ატრაქციონი,
გარიდებია კრებას, სანამ რაიმე უთხრეს.

გახარებია ქურდს დანახვა პოეტთა მეფის,
მოუხმო მისულს, დაპატიჟა თავის სუფრასთან,
თავს უტოლებდა და ეგონა, რომ სიტყვა ეთქმის.
ამიტომ გვერდით მიუთითა, მარჯვენა ფრთასთან

მადლობა უთხრა გალაკტიონმა, ხელით ანიშნა:
– მყუდროდ დავჯდები, – და აჩვენა კუთხის მაგიდა,
– მირჩევნიაო, ჩემთვის ყოფნა, ლექსის ჩანიშვნა.
დაჯდა, მიმტანიც მიეახლა, ჰკითხა: – რა გინდა?

ქურდმა დაასწრო, მიართვიო მას ბოთლით ღვინო,
თან შეუკვეთა პოეტისთვის უცხო რამ კერძი,
მედუქნე მიხვდა, რომ რაღაცა უნდა იღონოს,
კოლექციიდან ამოიღო მან ღვინო კერძო.

შემდეგ კი ქურდი თავად ადგა, მივიდა მასთან,
მისულმა პოეტს ჩამოართვა მხურვალედ ხელი,
ნება ითხოვა, რომ მჯდარიყო მეფის სუფრასთან:
– ხომ იცით ვინც ვარ, განთქმულია ჩემი სახელი,

თხოვნა მაქვს ერთი, მინდა რომ თქვენ მომიძღვნათ ლექსი,
აქვე ექსპრომტად დამიწეროთ გაკრული ხელით,
არ მოგაკლდებათ ამ დუქანში სადილი ლუქსი,
თუ ნედლს ინებებთ, ნედლი მოვა, თუ კი ხმელს – ხმელი.

– მე თუ დავწერე შენზე ლექსი, ჩემო ძამიკო,
ზუსტად ეს ლექსი  უკვდავება შენი  იქნება,
მაგრამ ამისთვის გალაკტიონი არ უნდა ვიყო,
არ მეკადრება მე უსაგნო ხოტბა და  ქება. 

ახლა წავალო, თქვა და მოსულს წასვლა აცალა,
სტუმარმა ღვინო ჩაახუტა პალტოს უბეში,
დაემშვიდობა, გაჰყვა ქუჩას კენტად და ცალად,
და არც ღირსება შეულახა იმ ქურდს უბანში.

იყო თუ არა ეს ამბავი, არავინ იცის,
სინამდვილეა თუ ლეგენდა, მსურდა მოყოლა,
ვერ დავიჩემებ, მით უმეტეს ღმერთს არ სწამს ფიცის,
როგორც ზღაპარში, იყო, ალბათ, არა იყო რა ......,

მზია თვალაბეიშვილი

სავარაუდოდ დაწერილია 2016–ში


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები