ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2017


გათვლა - სამანანე

ამ ექსპრომტით ვულოცავ დაბადების დღეს მეგობარ პოეტს - მანანა ფრუიძეს

Manana Pruidze

გათვლა - სამანანე
- - - - -

რა ლამაზი დღეაო,
რა ნათელი დღეაო!
ხომ არ იცით,
დღეს ვისი
დაბადების დღეაო?

- არ ვიციო- ამბობს სიო.
მთვარემ თქვა:  - მანანასიო.
-არ გამომრჩეს, ოჰ, დაო!
აჰ , დაო და ვაჰ, დაო!
რამდენისა გახდაო?-
ეკითხება მზეო,
მიდის ზეიმზეო.
- ვთვალე,
ვთვალე,
ვერ დავთვალე,-
ეუბნება ბადრი მთვარე -
- ალიაო,
მალიაო,
ახალგაზრდა ქალიაო,
ქალის ასაკს ვინ კითხულობს!
ქალი - ნატვრისთვალიაო.

ანანასი,
ბანანასი,
დღეობაა მანანასი,
იხაროს და იდღეგრძელოს,
ღმერთმა მისცეს წელი ასი!
მზე უსურვებს სინათლესა,
სიუხვეს და სილაღესა!
ესა,
მესა,
მწადის ესა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები