ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2017


იანვრის ნახშირი

შენი თმა ზამთრის ცეცხლს გავს,
იანვრის ნახშირს.
ამ ყინულს რა ვუყო
გრძნობებით დაშლილს.
თმაზედ ეცემა ფიფქების გროვა,
შენზე ფიქრებმა ფრთები მომთხოვა.
ვეღარ გავუძელ შენს ცივ ცრემლებს და
დღეს ან ხვალ ისევ ზამთარიც მოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები