ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2017


რევანში

რევანში
- - - - -
(ეტიუდებიდან)

თეთრი - კბილი,
შავი - გული,
ნავსიანი - თვალი,
მწარე - ხელი,
მრუდე - ფეხი,
ენა - უძვლო ძვალი.

ავი,
ღვარძლის მომხვეტავი,
ვერ დამცხრომი მადის
წაგებული ვერსად ვნახე,
ცხოვრება კი - გადის!

ჟამი - გადის, ჟამი - მოდის,
ქიცმაცურის,
ქიცის!
მას,  გამომცლელს თვინიერად
თასის მოლიცლიცის,
ვუთხრა მე რად?
ვის -  რა - როდის -
თავად უკეთ იცის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები