ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2017


ბათქაბუთქისა

ბათქაბუთქისა
- - - - -



ერთ ზაფხულს  თბილისთან ახლო, აგარაკზე ვისვენებდი.
ეს აგარაკი იტალიური ეზოს პრინციპით იყო მოწყობილი:
ირგვლივ - კოტეჯები და კორპუსები, შუაში - დიდი, ყველა ასაკის ბავშვებით სავსე, საერთო ეზო-მოედანი.
ახლო ნათესავმა თავისი ათი წლის ბიჭი გაგვაყოლა დასასვენებლად.
არაჩვეულებრივი ბავშვი იყო,  თანატოლების სული და გული, მაგრამ შებინდდებოდა თუ არა, სხვა ბიჭების დედები სათითაოდ მოდიოდნენ, თქვენს მაზლიშვილს დღეს ჩემი შვილი უცემია უმიზეზოდ და იქნებ დაელაპარაკოთო.
ასიათას ბოდიშს ვუხდიდი ჩემი მხრით და შინ სიტუაციის გარკვევას რომ ვცდილობდი, პასუხად ვიღებდი, დედა შემაგინა და მაგას ხომ არ ვაპატიებდიო.
. ერთხელ, ორჯერ, ხუთჯერ..
. საქმე ისაა, რომ სხვა ბიჭებიც უდასტურებდნენ, (დავარქვათ მახო) ჩვენს მახოს, მართლა დედა შეაგინა და აბა, ხომ არ შეარჩენდაო. მეტიც, სრულიად გარეშე შემსწრეებიც ამბობდნენ, ჩემი ყურით გავიგონეო...
ამ ამბავში უცნაური ის იყო, რომ ნაცემი ბავშვები არ ჰგავდნენ შემგინებლებს, კარგად აღზრდილები იყვნენ.
ერთ მორიგ საღამოს მომწყინდა მომჩივანისთვის პირდაპირ ბოდიშის მოხდა და ვუპასუხე, იცით, თქვენს შვილს დედა შეუგინებია მახოსთვის-მეთქი.
ყოვლად გამორიცხულია, მაგრამ მაინც შევამოწმებო.
ცოტა ხანში დაბრუნდა ბოდიშის მოხდით, აღიარა ჩემმა ბავშვმა, მართლა შევაგინეო.
ამით გათამამებულმა მომდევნო მომჩივანსაც იგივე ვუპასუხე და ისევ გამიმართლა!
ამოვისუნთქე ადამიანმა!
აქეთ მიხდიდა ხალხი ბოდიშს!
...ვიდრე ერთ დღეს ერთმა მშობელმა ძიება არ განაგრძო და რა გაირკვა?!

. იქვე, ღობესთან ნაგვის ბუნკერი იდგა, დაიჭერდა ეს ჩემი მახო და თავისი იქაური  ძმაკაცი ხელ-ფეხით, ვინმე ეზოში მოთამაშე ბავშვს, ბუნკერის თავზე, აქანავებდნენ, ,,ხუმრობით”, შიგ უნდა ჩაგაგდოთო, გამწარებული მსხვერპლი კი ყვიროდა, -  -გამიშვით, თქვენი დედაო”
- აა, დედას გვაგინებ, არაო?!
და მიდიოდა ბათქბუთქი.

ერიდეთ ბათქაბუთქს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები