ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 ნოემბერი, 2017


პოსკრიპტუმი (ეტიუდი) - ციკლიდან ასიანები


ვუყურებთ თვლემას, ვუსმენთ გულისცემას სუსტს და გაგუდულს, ჩემ ერს ბილწავენ, მუხლებს უსვრიან...
მცდელობა დაჩოქების, ჩაჩოჩების.
ჯორერობა ლამისაა დაგვწამონ და გვაჯავრებენ ჯვრების ქნევით უმისამართოდ!..
მწვერვალს ადნობს არა მზე, უფრო ადამიანი;
მთაზე ფეხს ადგამს უწმინდური და არა ადამიანი!
ქართველია დღეს მოღალატე თავისი თავის, სხვა ჯიშის შიშით ხმა ჩაუხჩა,
ვაი რომ ვიწვით!
კაცის გლახობა სიკვდილია გარდაუვალი
ვალი კი რჩება თაობისთვის გადაუხდელი!
საქებარია მავანთა ენით -
სისხლს დაღვრის ძმა ძმისთვის?!
არა! ძმა ძმის სისხლს დალევს...
დღეს ასეთია ხვედრი ჩვენი, მძიმე ჯვრისა!
სად არის ჯვარი?
ეკლესიაში...
სად არის ეკლესია?
იქ სადა ერია და არა ღმერთია!
სად არის ღმერთი?
ღმერთს მაშინ ხედავ როცა ძალაა შენში!


4 ნოემბერი 2017 წელი
გიგო რიონელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები