ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2017


მთის ყვაილი

მთის ყვაილივით კეკლუცი,
ქალავ თუ იყავ სხვისაო,
არ გინდა, ნუღარ შაიხსნი,
ეგრე ღრმად გულისპირსაო!
თორემ სულ კიარ აგიქცევ
და მოგარიდებ პირსაო,
განა დავიტევ მუდამა
შენგან აჩენილ ჟინსაო?!
ზენაით ჩამონაქროლი
ფეხს რომ არ ადგამ ძირსაო,
ეგ შენი ანარნარება
გულს მუცალივით შჭირსაო,
სხვა ვინმ გენახა იქნება
ნუ შამყრი ახალ ჭირსაო,
ისეც ბევრ ფუტკარს დაიხვევს
კაი ყვაილი მთისაო!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები