ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
15 ნოემბერი, 2017


დამალე თვალები ...(შაჰრაზადის ზღაპრებიდან)

უდაბნოს მთვარეა ცაზე და შახრაზად,
თვალები მოუჩანს ჩადრიდან შენფერი...
ღამე დგას ვარსკვლავთა მუდმივი ჩაროზით
და ტანზე აყრია ქვიშების, შხეფები...

მოველით სისხლისგან ალესილ ალიონს,
ჯაჭვებით ნაცემი მუსლიმთა "აშურა"
შაჰიდის ქალივით ნერვებზე ნადირობს...
და სიკვდილს თვალები უელავს ბავშვურად.

უდაბნო ჰკიდიათ არაბულ ფაშატებს.
ლაჯები უძლებენ ოფლიან ოხშივარს,
მოჭრილი მკერდივით დამშრალს და დაშრეტილს,
ქალწულებს ძირს ყრიან "სიკვდილის კოშკიდან."

დღეს ვნებას ჰაშიშის ძალით ვერ დავჯაბნი,
მეკუთვნის დღეს შენი სხეულის წყალობა...
თუ გინდა დამალე თვალები ჰიჯაბში..
და მე ცას შევხედავ მთვარე რომ ამოვა.

აქლემის კუზივით მძიმეა საჰარა...
წლებია მე უკვე უთქმელი ჯავრი მკლავს..
ათას ერთ ღამეში სულყველა შენა ხარ
და აღარ თენდები "ლაილაჰ ჯამილა"

"კარაკალები" დაძრწიან გარშემო,
და მუცლებს ფატრავენ დაწოლილ ფაშატებს..
მე ვიღებ კალამს რომ რაღაცა დავწერო..
და მელანს გულიდან, სისხლის წვეთს ვამატებ ...

----------------------------------------

ჩაროზი - დესერტი.
"ჰიჯაფი"-მუსლიმი ქალის სამოსელი.
აშურა-მუსლიმთა რიტუალი ჯაჭვის ცემით (და ა.შ.) და სხეულის სხვა დაზიანებებით, სხეულის დათრგუნვა.
"სიკვდილის კოშკი" -არაბეთში საიდანაც ნამუსახდილ ქალებს ყრიან არაბები.
"ლაილაჰ ჯამილა"- არაბულად; ლამაზი ღამე.
"კარაკალი"- მტაცებელი კატისებრთა ოჯახიდან. ბინადრობენ უდაბნოში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები