ახლა წვიმაში მიყუჟულა, აბასთუმანი შემოდგომაა... ბუხრებიდან კვამლი ამოდის, აქ უკვე ცივა... ფოთლებივით ყრია ხილვები, რომელიც ერთხელ ცხადში ვიხილე... სველი კედლები ხავსის დარდს უძლებს და ძველისძველი ტუბდისპანსერიც, (იქნებ კლინიკა ან საავადმყოფო) ახლა არ მახსოვს რას ეძახდნენ იმ ადგილს მაშინ, სადაც უბრალოდ დასახოცად მიყვანილ გვამებს კვებავდნენ ფაფით... ფაფა, რომელიც შავ, (გამურულ) ქვაბებში დუღდა, როგორც ის სენი დამწვარ ფილტვებში... აქ მხოლოდ სხვისი ჯიბრისთვის ჭამდნენ, თორემ ვის ქონდა მადა ან ჭამის, პურის თაროზე მორბენალ თაგვებს, მისცეს უფლება, არ მომკვდარიყვნენ აქ სხვებზე ადრე... დგას ძველი კლუბი ღია, როგორც ამფითეატრი, რაღაც რომაულს ან გროტესკულს ჩამოგავს თითქოს, ხო რათქმაუნდა უფრო სიმკაცრით... მიუხედავად იმის, რომ მხოლოდ "ჩარლი ჩაპლინის" კომედიებს უშვებენ ხშირად. ისხდნენ ფერმკრთალი და უმადო ავადმყოფები, სიცილს ვინ სჩივის გაღიმებას ვერც კი ბედავდნენ. ოხ, რა თქმაუნდა გაიცინებდნენ... სასაცილოა მაწანწალას უიღბლო ყოფა... გაიცინებდნენ გულიანად, აქ როგორციქნა ქონდათ შანსი სხვისი დაცინვის, მაგრამ კავერნა ეს ოხერი, ფილტვის "კავერნა" მკვეთრ მოძრაობას ვერ უძლებდა არამც თუ სიცილს. სერიოზული სახეებით მისჩერებოდნენ ჭუჭყისფერ ეკრანს... და პატრიცია ჰოლმანივით ნატრობდნენ სივრცეს, ზღვას მზეს და კიდევ რას ნატრობდნენ ვინ იცის ზუსტად. ვიდრე "შეფ პოვარს" ჭუჭყიან ჩაჩზე ბუზები ესხდნენ, "ვის გინდათ კიდევ" ღრიალებდა, უხეშად კაცი, და ისევ თვითონ პასუხობდა: "რად გინდათ ჭამა! - მკვდარს რად უნდა რძე და კარაქი მაინც დიდი დრო აღარ დაგრჩათ, ხომ ვატყობ არცერთს" თოვლი კი გარეთ თბილად ეცვა ხასხასა ფიჭვებს, ღამე ჩრდილებით გამოხრული ყმუოდა კარზე... რენდგენის შავთეთრ ფოტოსურათს ფილტვები ჭამდნენ და შიში ქონდათ სისუფთავის ანუ სითეთრის, სველ ნეგატივებს.. სახურავებზე ყოველღამე ძვრებოდა ვიღაც და მუჭით ყრიდა თოვლზე ჯერაც მიუღებ აბებს. მერე კი ღმერთი ეშვებოდა თვალების ციდან და ყოველდილით ხელით კრეფდა გადაყრილ გვამებს და მოდიოდა ღამე ჭლექის ბასრი კლანჭებით, სწვდებოდა ყელში გამომწყვდეულ გაგუდულ ხველას... აბასთუმანი, უიმედო სიცოცხლის სევდა, ბორგავდა სიცხე მოძალებულ ოფლიან ღამეს... პურის თაროზე ფხაკუნობდა ჯანსაღი თაგვი, ფხაკუნობდა და უმადობას არ უჩიოდა .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგია. მძაფრად არის დანახული ჭლექის ტრაგიზმი.
და მოდიოდა ღამე ჭლექის ბასრი კლანჭებით, სწვდებოდა ყელში გამომწყვდეულ გაგუდულ ხველას... კარგია. მძაფრად არის დანახული ჭლექის ტრაგიზმი.
და მოდიოდა ღამე ჭლექის ბასრი კლანჭებით, სწვდებოდა ყელში გამომწყვდეულ გაგუდულ ხველას...
3. რა ზუსტი აქცენტებია. ჯანსაღმა თაგვიც ისეთი ეფექტური იყო ფიანლში...
და მაინც " "როგორ არ მინდა წყეულო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენოო", ტყუილად თქვა ლადომ ? :)
რა ზუსტი აქცენტებია. ჯანსაღმა თაგვიც ისეთი ეფექტური იყო ფიანლში...
და მაინც " "როგორ არ მინდა წყეულო სენო, ლექსში ქართულად რომ მოგიხსენოო", ტყუილად თქვა ლადომ ? :)
2. ჰარი :) მადლობა ჰარი :) მადლობა
1. სხვანაირი:) და მაინც მაგარი სხვანაირი:) და მაინც მაგარი
|
|
მონაცემები არ არის |
|
|