ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2017


ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს...

"ყოველი დილა ერთმანეთს ჰგავს,
ვდგები დაღლილი,
ისე დაღლილი,
გეგონება არც მიძინია,
ღაწვებს მიფარკლავს ზამთრის სუსხი
და ვერ განცდილი,
ვერ დაპყრობილი,
ისევ მიტევს ტრფობის მანია...
მერე ვდგები და თავს ვიტყუებ,
როგორც ყოველთვის,
ბედნიერი ვარ და არ ძალმიძს სუნქვის შეწყვეტა,
ჰო, ვიღიმი და ვინ გაბედავს თქვას,
რომ დაერთვის,
ცოტა არ იყოს,
ამ ღიმილებს სასოწარკვეთა?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები