ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2017


* * *


ჩამოთოვს მალე, გადაღლილ თვალებს
დაეფინება თეთრი ფანტელი,
გავაშვებინებ სამყაროს ბრჭყალებს,
გადავათეთრებ სულებს დამტვერილს.
ჩიჩილაკებით, ნაძვის ხეებიით
თუ ჩაიბუდებს ჩვენში ზამთარი,
მაშინ ჩვენც ვივლით ცივი ხელებით,
ქრისტეს შობის დღის ცეცხლით გამთბარნი.
ჩამოთოვს , რადგან მზის ამოსვლამდე
შეწყდა ამ დილით ფოთლის ფრიალი,
დღეს დედამიწამ მზე შეისრუტა,
ღრუბლებს აუტყდა ცაში წრიალი
და დასცვივდებათ მღვრიე თვალთაგან
მუჭისოდენა თეთრი ფიფქები,
შემოეხვევა ნისლი ჩვენს ოდას
თოვლი გარეთ და ჩვენ შინ ვიქნებით.
რომ არ გავრცელდეს ქუჩაში ჭორი,
გადაურაზე  მთვარეს კარები ,
ბუხართან თბილად ვიქნებით ორნი
და სევდას აღარ გავეკარებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები