ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ნოემბერი, 2017


მარიტა

დაახლოებით 12 წლის ვიყავი, გიორგი ლეონიძის „მარიტა“ რომ შემიყვარდა. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი თენგიზ აბულაძის ფილმი - „ნატვრის ხე“, ჯერ კიდევ არ მქონდა გაგონილი ლიკა ქავჟარაძის სახელი და გვარი.

„მარიტა“ წარმოდგენილი მყავდა, როგორც ღვთაებრივი სილამაზის პატრონი. ასეთად კი „ხატიას“ როლის შემსრულებელი - ლეილა ყიფიანი მიმაჩნდა. როდესაც „ნატვრის ხე“ ვნახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართული სილამაზის მარადიულობაში. მაშინ პირველად ვიხილე ლიკა ქავჟარაძის სახე და მივხვდი, რომ ლეილა ყიფიანზე არანაკლები სილამაზის მქონე მანდილოსნებიც არსებობენ. მე კეთილი შურით მშურდა გედიასი, რომელსაც ღვთაებრივი სილამაზის მქონე „მარიტა“ უყვარდა.

დიახ, სწორედ ღვთაებრივი სილამაზის მატარებელი იყო ლიკა ქავჟარაძე, ისევე, როგორც ლეილა ყიფიანი.

მარიტა

წლები მიდიან... სადღაც ქრებიან,
სამაგიეროდ რჩება კადრები,
ჩაქრა მარიტას ვარსკვლავი, მაგრამ
კვლავ მიამბობენ მასზე ჭადრები.

თუმც სილამაზეს ვეტრფი ღვთაებრივს,
მწამს: ყველა ტკივილს მედგრად ავიტან...
და ვიდრე ვცოცხლობ, - ჩემშიც იცოცხლებს
თვით კრისტალივით სუფთა მარიტა.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები