ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2017


ნუ ტირი


ნუ ტირი- ცრემლი  წამწამებს გიწვავს,
ამდენი ფიქრით სულიც იმღვრევა,
მაგრამ ლექსები ეკვრიან მიწას
როგორც დაჭრილი გულის სიმღერა.

ისევ მკრთალია მზერაში ნდობა,
ყველას თავისი თავი ადარდებს,
ჰო, გაიყიდა  ძმობაც და დობაც
და მაინც ვიღაც ღიმილს გადაგდებს.

წუთისოფელი,  ასეთი მოკლე ,
მხოლოდ კარგით ვის ემახსოვრება?
თუ ერთი წრფელი ღიმილით მოგკლეს
იმ ღიმილისთვის ღირდა ცხოვრება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები