ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
27 ნოემბერი, 2017


სათავისთავო

სხვის სულში ნურასდროს ჩაყვინთავ,
სიღრმეში რა იცი, რა დაგხვდეს...
თვალებზე შეძელი წაკითხვა,
მიგიშვებს ეგ „სარკე“ სადამდეც...
აცალე სხვის ურემს ჭრიალი,
იქნება გზა ექცა მეგზურად!
ხარ კია მის ბედზე ჭკვიანი?
შე კაცო, შენსაზე გეზრუნა...
სათავისთავოა ცხოვრება,
შენს ომში დამხმარე -არავინ!
თავის თუ შეძელი მორევა,
ეგაა ყველაზე მთავარი!
იღბალი თავისთვის ნარცისობს,
გიყურებს, ამ ზღვას თუ გაცურავ...
მძიმეა ცხოვრება? - არც ისე,
თუკი გაიარე კაცურად!
27.11.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები