ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დათო ქარჩავა
ჟანრი: პროზა
28 ნოემბერი, 2017


აყვავილებული

                                    აყვავილებული
            აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელ "ხ"-ში,ერთი შეხედვით არაფერი არ არის განსხვავებული სხვა სოფლებთან შედარებით და რაც არის,ნამდვილად ვერ იქნება დასაკვეხნი.ამ სოფელში,მხოლოდ ერთი წისქვილიღა ტრიალებს,მაშინ როდესაც მეზობელ სოფლებში,ყოველ ნახევარ კილომეტრში ქვის ტრიალი ისმის.სკოლა და ბაღზე საუბარიც ზედმეტია(წერა მითუმეტეს) რადგან არც არავის ჰქონია თავში აზრად აეშენებინათ,რაც ახალგაზრდების სიმცირითაც შეიძლება აიხსნას,თუ ამას ახსნა დაერქმეოდა.
          ეს ის სოფელია,სადაც კოხტად,ლამაზად მიწკრიალებულ ეზოებს მუხის ხეები გადმოყურებს ამაყად.ღმერთმა უწყის,რამდენ მგზავრს მოუკლავს ამ ხეების ჩრდილქვეშ წყურვილი,რამდენი ადამიანი გამოუცვლია ამ ხეეებს.ზაფხულობით არაფერი სჯობს მის აბიბინებულ მინდორზე გულაღმა წოლას.ღრუბლებს კი აქ,ამ ცის ქვეშ ყოველთვის აქვს რაღაცის ან ვიღაცის ფორმა: ხან გველეშაპის,ხანაც თოჯინის, ბავშვების.იშვიათად თუ ნახავთ ცაზე თვითმფრინავის ნაფეხურებს.ეს ცა,ენგურის გაღმაა.
        რაც შეეხება ამ სოფლის სახლებს,ერთმანეთთან ახლოს არის მიდგმული.ზოგს საერთო ეზოც კი აქვს.დგანან ისე,თითქოს იცდიან.უამრავ ადგილას,ფანჯრები ცელოფნებით არის ამოქოლილი,მზიან ამინდში კი კედლებზე ნახვრეტები შორიდან რთული შესამჩნევია.პატარა ბავშები ხშირად ყოფენ თითს ამ ნახვრეტებში,უკვირთ და კითხულობენ,თუ რატომ არ გავს ეს სახლები სხვის სახლებს.პასუხი მათ არ იციან.ამაზე პასუხი კი არ არსებობს.
      ამ სოფლის ბოლოში,დგას წითელკრამიტიანი სახლი,რომლის წინ მხოლოდ გაუვალი ტყეა.საკმარისია სახლის ეზოს ცვალი თვალით შეხედოთ,მიხვდეთ,თუ როგორი ადამაინები ცხოვრობენ აქ.ქალბატონი ზინაიდა,რომელსაც ზინას ეძახდნენ,ოთხმოცდაათი წლის მოხუცი იყო.ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სოხუმში ცხოვრობდა.ომის დროს მეუღლე და ძმა დაკარგა.მარტოდ დარჩენილი ქალი,იძულებული გახდა დამორჩილებოდა ძმისშვილის თხოვნას და მასთან სოფლად გადასულიყო საცხოვრებლად.მორიდებული და მორცხვი ზინაიდა,რთულად ეგუებოდა გარემოს.რა თქმა უნდა,არავინ იყო მისთვის უცხო,მაგრამ არ სურდა,ვინმეს ტვირთად დაწოლოდა.
        ძმისშვილი,რომელსაც სახელად მანუჩარი ერქვა,ახალგაზრდა,ჭკვიანი კაცი იყო.,თავის ჭკუის გამოსავლენი გარემო კი ნაკლებად ქონდა.
      მოხუცი ზინაიდა,პატივისცემას ისმახურებდა არა მარტო ოჯახის წევრებისგან,არამედ მთლიანად სოფლისგან.ასე რომ,ის"მოხუცებულობა პერიოდია,როცა ბევრი იცი და არავინ არაფერს გეკითხება",მასთან ნაკლებად იყო გამართლებული .პირველი რაც ქალნბატონმა ითავა მანუჩარის შვილების,ორი გოგონას მოვლა იყო.მოხუცი კარგად ართმევდა ამ საქმეს თავს.სწორედ მან გაზარდა ბავშვები,უდედობის პერიოდში.დედა კი მასწავლებლად მუშაობდა სოხუმში.ბავშვები წინ-და უკან დასდევდნენ მოხუცს.ხან შავ,გრძელ კაბაში შაცჭიდებდნენ ხელს,და მანამ არ მოეშვებოდნენ სანამ არაქათგამოცლილი სკამამდე არ მიბობღდებოდა და ისე არ დაეცემოდა,თითქოს ვიღაცას ეკავა ხელით და ეს ესაა დაუსხლტდაო.ხანაც გადმოიტანდნენ დედის წითელ მანიკურებს,"აბა ჩვენო მამიდავ,გვანახე შენი თხელი თითები,უნდა გაგალამაზოთ" - სიცილით ეუბნებოდნენ ბავშები.მოხუცი კი,იმის შიშით,არიქა,არაფერი ავწყენინო ამათო და მაგიდაზე დააწყობდა მართლაც მის გამხარ და გრძელ  თითებს.
        ერთხელაც უფროსმა გოგონამ,მარიმ,ზღაპრების წიგნი გადმოიტანა და სთხოვა წაეკითხა მისთვის.მოხუცს თვალები აუწყლიანდა.ბავშებმა ცხადია არ იცოდნენ,რომ კითხვაც შეიძება დაგავიწყდეს,თუ ეს მექანიკურად არ ხდება.
              რამდენიმე თვის შემდეგ,როდესაც მოხუცი ისე გრძნობდა თავს,როგორც სახლში და ფაქტია რომ სახლში იყო,წამითაც არ ჯდებოდა გაურჯელად.მუდამ შრომაში იყო.ხან ბოსტანს რწყავდა,ხანაც წიწილებთან ფუსფუსებდა.დგებოდა მანუჩარზე ადრე, დილით,ანთებდა ბუხარს და ოთახი ოჯახის სხვა წევრებს გამთაბრი ხვდებოდა.ამის გამო საყვედურობდა სწორედაც ძმისშვილი" მზის სხივებს მიწაც არ გაუთბიათ ჯერ,შენ კი უთენია დგები.სამკურნალო არ გამიხადო თავი"  მოხუცი უსმენდა. "არა შენი ჭირიმე,არა" და ეს ესმოდა მანუჩარს პასუხად სულ.ყველაზე ბედნიერი კი მაშინ იყო,როდესაც რძით სავსე ვედრო მოჰქონდა.ასეთ დროს სახე უბრწყინავდა.მადლი მოჰქონდა.სანამ ლამაზთვალება საქონლის  მოსაწველად გავიდოდა,ასჯერ გარეცხილ ვედროს ,ასმეერთედ გარეცხავდა.ერთ ხელში ხელ-ჯოხს დაიკავებდა და ბოსელისკენ გაუყვებოდა "აბა,აბა,ბოლოსკენ არ მიმიკრა ფეხი და ვედრო არ წამიქციო"-ელაპარაკებოდა პირუტყვს.რომელიც გეგონებოდათ სმენად იყო ქცეული,არასდროს ზედმეტ ნაბიჯს არ დგამდა.
  ბოლო დროს დარდი მოაწვა.ჯერ ის რომ,მისმა დარგულმა ატმის ხემ, ნაყოფი არ გამოიღო,მერე ის,რომ ძალას უჩიოდა.გასაკვირი კი სწორედ ის გახლდათ,ეს ყვეალფერი უკვირდა ოთხოცდაათი წლის ქალს.
მარტის გრილი საღამო იდგა.ნიავი სასიამოვნოდ მოგელამუნებოდათ სახეზე. მანუჩარი აივანზე იჯდა,სიგარეტს აბოლებდა და თოფს წმენდა,უფრთხილდბეოდა,უვლიდა.ნადირობა უყვარდა,თუმცა კარგი მონადირის სტატუსით ვერ დაიკვეხნიდა.შეეძლო ხუთი მეტრიდან იხვისთვის აეცილებინა.მოხუცმა  ზინამ,მოაჯირის დახმარებით ძლივს აიარა კიბე და ისე მიუსკუპდა გვერდით,რომ მანუჩარს არც უგრძვნია.კარგა ხანს ისხდნენ მდუმარედ.შემდეგ მოხუცმა თავისი წვრილი ხმით მიმართა ძმისშვილს:
- მანუჩარ!რაღაც უნდა გითხრა შვილო.შენ პატარა ბავშვი არ ხარ.კარგად იცი რომ შენს მეტი არავინ მყავს.მხოლოდ შენ და შენი შვილებისთვის მითენდება.შენ რომ არა,აქამდეც მკვდარი ვიქნებოდი.ჩემი ასაკის ამ ეზოში,ხეც არ დგას ბევრი.არ მინდა შეგაშინო,მაგრამ ვგრძნობ,ვგრძნობ რომ მალე მოვკ...
-ეეჰ! რა აღსარების თქმა მოგინდა ამ საღამოს?!ადრეა შენი სიკვდილი ჯერ. საერთოდ კი, ვინც გვიყვარს ისინი არ კვდებიან.
-როგორ?როგორ არ კვდებიან?ჩემს გასაგონადაც თქვი გენაცვალოს.
-როგორ და მარტივად. შენ იმდენი კარგი რამ გაქვს გაკეთებული აქ,იმდენი სიყვარული,სიკეთე დათესე,შეუძებელია მისი მოსპობა.ცხრა სიკვდილი ვერაფერს უზამს.
-ჰო,თუ ასეა კი ბატონო.მაგრამ მე ჩემსას გეუბნები.ჩემს გულისთქმას შვილო.თუ ასე მოხდა აქ,ამ ეზოში დიდი სეფა გაშალე,არავინ იტიროს.არ მინდა ვინმეს ცრმელებად დავაწვე.ერთი პატარა ქვა დამიდე და ბავშები მოიყვანე ხშირად სასაფლაოზე.და კიდევ,ატმის ხე დარგე ახლოს,აქ ვერ იყვავილა ჩემმა დარგულმა ხომ ხედავ.
-დაწყნარდი,შენ დაწყნარდი და პატარა ქვას დავდებ კი არა,დიდს დავდებ და მიგახატავ ლამაზად.ჯერ ადრეა ეს ყველაფერი ოღონდ-უპასუხა სევდიანი,დაბალი ხმით მანუჩარმა,მკალვზე ხელი გადახვია და დანაოჭებულ შუბლზე აკოცა.
-შემოდი,აცივდა უკვე.ეს თოფიც შემოიტანე და ნუ დაგაქვს წინ და უკან. გუშინწინ აფხაზები ჩხრეკდნენ თურმე სახლს,წაართვეს თოფი თუ ვინმეს ქონდა და ფულიც გადაახდევინეს.
-ვინ გითხრა ეს?მე არ გამიგია და შენ საიდან გაიგე?
-ბიჭიკო იყო მოსული.ვისაუბრეთ ჩვენებურად.
ბიჭიკო მეზობელი სოფლის წარმოამდგენელი გახლდათ.მაღალი,ულვაშებიანი კაცი.მანუჩარის მამის მეგობარი.ხშირად სტუმრობდა მათ. მანუჩარიც გაუმასპინძლდებოდა ხელგაშლილად,როგორაც შეეფერებოდა. ბიჭიკო არაყს ეტანებოდა,შემდეგ იძახდა მე კი არა ,სასმელი არ მანებებს თავსო.რიტუალიც კი ჰქონდა,სამჯერ დაატრიალებდა სავსე ჭიქას.ბოლომდე არ სვამდა.ან რას დალევდა,არც ის იყო ქალბატონ ზინაზე ბევრად უმცროსი.იმდენი ყოფნიდა,რამდენიც საჭიროა ამბის გასახსენებლად.
მარტის მიწურულს მოხუცმა ტკივილი იგრძნო.ტკიოდა გულიც,თავიც.თუმცა კრინტი არ დაუძრავს არავისთან. აღდგომის კვირა რომ მოახლოვდა,მანუჩარი ჩვეულზე ადრე დგებოდა.ერთ ასეთ დილას ბუხარი ანთებული არ დახვდა,საკვამურიდან კვამლი არ ამოდიოდა.შეშინებული შევარდა მოხუცის ოთახში.ზინაიდა გულაღმა იწვა,ხელები გადაეჯვარიდებინა და სხეული გაცლოდა სულს.მისი სიკვდილიც ისეთი იყო,როგორიც სიცოცხლე.
მანუჩარმა დიდი სეფა გაშალა ეზოში. უამრავი ხალხი შეიკრიბა ეზოში.ბავშვემა უარი თქვეს სახლში მისვლაზე.ტირილით გაიძახოდნენ მოხუცის სახელს.
იმ წელს ატმის ხემ იყვავილა.
მართალი იყო.
როცა გიყვარს,არ კვდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები