ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 ნოემბერი, 2017


დედა

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

არ მეგულება დედამიწის ზურგზე ადამიანი, რომელსაც საკუთარი დედა არ უყვარდეს.

დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.

პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ’’შეგინებული დედები“ ამბობს:

’’დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

2012 წლის 24 მაისს – ამაღლება დღეს ამაღლდა ცაში დედაჩემი, ღმერთის შემწეობით და მეგობრების დახმარებით გადავიტანე ეს უმძიმესი ტრავმა, ძალიან ძნელია მშობელი დედის დაკარგვა, მითუმეტეს მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გჭირდება.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ’’დედა ენა“, ’’დედა ბოძი“, ’’დედა ისტორია“, ’’დედა – მიწა“ და ასე შემდეგ.

სანამ ცოცხლები ხართ, სანამ პირში სული გიდგათ, დააფასეთ სიცოცხლე, რადგან სიცოცხლეც დედის ძუძუსავით ტკბილია.

დედა სიცოცხლის ელექსირია!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები