ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
5 დეკემბერი, 2017


ჯეჰუტის მარხვა

მშრალი ჰაერი,
დანერწყვილ ტუჩზე,
მოახლოებულ თოვლის სურნელი,
ღუმელში შეყრილ შეშის სუნს ერთვის,
ნესტოებს დასწვავს,
თონის ლავაში,
მთვარე,
ჯერ კიდევ ცხელ - ცხელი, ხმელი,
ცას აუკრია ოქროს ბროშივით,
ხურდას აუგდებ...

ძაღლების ყეფა,
ნაბიჯის ხმაზე,
ქვების ხრაჭუნი, ტალახის ზელა,
დახშული ყური, ორთქლი ფანჯრებში,
პირში ასანთის ღერის ტრიალი
თან სიგარეტის თითებით სინჯვა,
გაყვითლებული ხელების ხავსი,
და დაღარული ლოყების კაწვრა,
ფეხს აუჩქარებ...

კიდევ, ვიტყოდი შენზე ორიოდ,
სამიოდ, ანდა ოთხიოდ სიტყვას,
ჩავწერდი მაინც,
მაგრამ ჯეჰუტის მარხვაში - არა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები