ნაწარმოებები



ავტორი: ჯეიზი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 დეკემბერი, 2017


"წუთისოფელი"

გაუფასურდა ადამიანური ღირებულებები, მოვიდა ის დრო როდესაც მატერია არის პირველხარისხოვანი, ადამიანებს დაეკარგა ინტერესი სულიერებისა და რწმენის რომელსაც საბოლოოდ ღმერთთან მიყავხარ, დღვენადელობაში მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლობას ანიჭებენ უპირატესობას რადგან გამოჩნდენ ხალხში და შეძლონ მათთან ნდობის მოპოვება, გაუფასურდა ურთიერთობები და საკითხები, უსამართლობამ მოიცვა წუთისოფელი სადაც იყო დრო როდესაც ღმერთმა გამოგზავნა საკუთარი ძე ჩვენს სახსნელად. (თუმცა პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი ხოლო მეორე კაცი ცისაგან, და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც. 1კორ.15.49) სარგებლობენ ღვთის სახელით რომლითაც ცდილობენ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში, მოატყუონ და გამოსძალონ ის შესაძლებლობები რომლითაც საკუთარ თავს ირჩენენ. ღმერთი გვეუბნება: "უძღვენით თქვენი სხეული ცოცხალ მსხვერპლად" ამ სიტყვებს სწორად გაგება უნდა არა ხორციელად უნდა შევწიროთ თავი არამედ სულიერად, რადგან ჩამოვაყალიბოთ ახალი აზრები, და პრინციპები რომელიც არ ეწინააღმდეგება ღვთიურ საკითხებს. მე პირადად გული მწყდება როდესაც ვაწყდები და ვხედავ წუთისოფელში მსგავს უსამართლო ქმედებებს რის შედეგადაც ხდება ათასი უბედურება. მარტივად რომ ვთქვათ ჩემი კომენტარი ამ ყველაფრის მიმართ ის იქნება რომ გვიყვარდეს ერთმანეთი გვიხაროდეს ერთმანეთის ბედნიერება არ იყოს ჩვენში იმედგაცრუება და ამპარტავნობისა და შურის გრძნობა. მთავარი წუთისოფელში არის 3 რამ: რწმენა, იმედი და სიყვარული. სიყვარული არასოდეს მთავრდება. წინასწარმეტყველებანი იყოს, გაუქმდება, ენები იყოს, შეწყდება, ცოდნა იყოს, გაუქმდება. ვინაიდან ნაწილობრივი ვიცით და ნაწილობრივს ვწინასწარმეტყველებთ. და როცა სრულყოფილი მოვა, ნაწილობრივიც გაუქმდება. ახლა კი რჩება რწმენა, იმედი, სიყვარული - ეს სამი. ხოლო მათთგან სიყვარულია უმეტესი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები