ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 დეკემბერი, 2017


გაბრიელ ჯაბუშანურის შესახებ

კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!

ერთმა ძალიან კარგმა მანდილოსანმა – მარიამ ბეჟიტაშვილმა გაბრიელ ჯაბუშანურზე დოკუმენტური ფილმი გააკეთა, იხილეთ ვიდეო:

http://www.youtube.com/watch?v=yg2jv2dv2iQ

ჩემმა ერთ–ერთმა საუკეთესო მეგობარმა – ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ გაბრიელის ლექსზე „ერთგულება“ სიმღერა დაწერა, იხილეთ ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=cP-bsSjh1ZI

დაბოლოს:

გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.

შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.

https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story

ეს ლექსი 2010 წლის ზაფხულში დავწერე, ხოლო სიმღერად 2011 წლის გაზაფხულზე იქცა... ჩემმა მეგობარმა ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძემ რა თქმა უნდა ჩემი თანხმობით 15 წუთში მოარგო მუსიკა ამ ჩემს ექსპრომტად დაწერილ ლექსს.

გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზიას დიდი ხანია ვიცნობ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი იყო თავის თაობაში... უცებ მოვიდა მასზე სიტყვები გონებაში და მეც ცარიელ ფურცელზე გადავიტანე გონებაში აღბეჭდილი სიტყვები.

ამ სიმღერის პრემიერა 2011 წლის 26 ივნისს შედგა მზიურში გამართულ ხევსურულ საღამოზე, ამ სიმღერის პოპულარიზაციაში არანაკლები წვლილი მიუძღვის გელა დაიაურს, რომლისაც მე უზომოდ მადლიერი ვარ... უღვთოდ გასწირა განგებამ ეს არაჩვეულებრივი პოეტი, ვიცი, რომ მასაც ძალიან უყვარს ჯაბუშანურის პოეზია.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები