ნაწარმოებები



ავტორი: ხათუნა777
ჟანრი: საბავშვო
10 დეკემბერი, 2017


მათე ბიჭი

თოვლის ბაბუს მათე ბიჭი
ნაოცნებარ ბარათს სწერს,
გარეთ, ყინვის ფუნჯი მიჯრით
ჭირხლავს ხეებს, სახლებს, გზებს.

,,ჩვენთან თბილა- ფიქრობს მათე,-
მაგრამ ფრთასველ ბეღურებს
ვინ გაათბობს, ღამენათევ
ძაღლებს ვინ დააპურებს?!''

ჰოდა, ნატვრას, იქვე, ფანქრით
ემატება ფუთები:
ორცხობილის, ძვლის თუ ხორბლის...
შარფებიც და ქუდებიც.

ჯერ კი, მხოლოდ სურვილებს წერს
და მოელის ახდენას,
თოვლის ბაბუს თანაშემწე:
ბიჭი, აიიი, ამხელა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები