ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 დეკემბერი, 2017


ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ

ძალიან მინდოდა ჯანსუღ ჩარკვიანის გაცნობა, მისივე ლექსებით მინდოდა გამომეხატა პოეტისადმი პატივისცემა. სამწუხაროდ ვერ მოვასწარი, ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა, დიდი ქართველი დიდ ქართველებთან წავიდა.

ჯანსუღმა მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა, ამას მისი შემოქმედებაც მოწმობს. 1956 წლის 9 მარტს ჯანსუღმა შეკრებილ ხალხს ასე მიმართა: ,,გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ 1977 წელს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ჯანსუღი იყო ერთადერთი, ვინც ზვიადის გარიცხვას ხელი არ მოაწერა. 70-იან წლებში ჯანსუღმა თქვა უკვდავი სიტყვები:

,,თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

1989 წლის 9 აპრილს ჯანსუღ ჩარკვიანი თავისი ხალხის გვერდით იდგა.

ჯანსუღ ჩარკვიანს

,,თავისუფლება ისე არ მოდის,
თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

ჯანსუღი

ამის თქმა მხოლოდ პოეტს შეეძლო,
თქვენ კი პოეტი ხართ და იქნებით,
თავისუფლებას ვერა და ვერ თმობს,
მამულს ეკუთვნის ჩემი ფიქრები.

მე მინდა მის გზას ბოლომდე მივყვე,
ტკივილი მისი გულს მომხვედრია,
და ვიმეორებ ისევ თქვენს სიტყვებს:
,,თავისუფლება ლომთა ხვედრია“.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები