ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2017


მახსოვს რომ მზერა...

მახსოვს რომ მზერა ტოტივით მომტყდა,
ყიდდა ქუჩაში ძველის ძველ გაზეთს,
პატარა ბიჭი,რომელმაც ფორთხვით,
გადააგორა თეთრი მზე ცაზე.

გახარებული,მძიმე ხურდებით,
ხალხს გაერია პატარა ხვნეშით,
მე კი ნელი  სვლით სახლში ვბრუნდები,
და ის გაზეთი მიჭირავს ხელში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები