ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 დეკემბერი, 2017


ხშირად ჩაეხუტეთ დედებს

ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:

,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.



დედა



ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს,
თუმც აღარ მყავხარ გვერდით კეთილ შვილს,
ისევ დაგიკრეფ ლურჯთვალა იებს
და ხელს ამაში დროც ვერ შემიშლის.

როს გვერდით მყავდი - გულშიც თბილოდა,
დიდხანს მყოლოდი ამქვეყნად ნეტავ,
რომ უფრო ხშირად გეთქვა ,,შვილო“ და...
რომ უფრო ხშირად მეც მეთქვა ,,დედა“.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები