ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2017


მე შენთან ცეკვა ისე მომინდა...

მე შენთან ცეკვა ისე მომინდა,
როგორც ბუნებას ჭიკჭიკი მერცხლის.
მაშ, ვიდრე წავალთ წუთისოფლიდან,
მხოლოდ ჩვენ ორმა დავანთოთ ცეცხლი.

მე შენთან ცეკვა ისე მწადია,
მზად ვარ გავშალო ისევ მკლავები...
და თუმცა წლები სწრაფად გადიან,
გზებს გვინათებენ ცის ვარსკვლავებიც.

ვიდრე ვჯანმრთელობთ უფლის წყალობით,
ვართ ერთმანეთით მუდამ ძლიერნი.
ქართულ ცეკვით და ქართულ გალობით
კვლავ გავიხარებთ ივერიელნი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები