ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2017


თეთრი ქვები

ნინო დარბაისელი

თეთრი ქვები
- - - - -
(ნ. ჟორჟოლაძის ხსოვნას)

შვიდი სიმი - ასაწყობი,
ბანტიც - გახუნებული...
,, დეიხსომე, რასაც ვყობი,
გენაცვალოს ბებული!

ქუთათურებს სხვა მისფერი
გოგო ბევრი არ ყავდათ,
ჩასახუტი, მოსაფერი,
ხელისგულზე დაყავდათ.

წელი ქონდა იმფრად წვრილი,
მუჭში ჩაგეტეოდა.
არ იპოვოს საცხა წყვილი,
სახლში ჩაკეტეო და

პატიოსნად პატრონს მივცეთ,
კარგად უნდა მონახვა!
მაგრამ რაა ჯაჭვი მტკიცე,
თუკი ტრფობის მონა ხარ?

შეიყვარა უსაქმური,
ვინცხა, შარახვეტია,
გოუმხილა სიყვარული
გულში ვერ დაეტია.

,,შემოგევლონ ქვეყნად სხვები,
ჩემი დარდის წამალო,
გინდა?! - ცოლად გამოგყვები,
თუ არ გინდა - წავალო”.

ერთი ჰყავდი სანატრელი,
ერთი სალოცავი და
უარყოფილს რაღას ელი,
მიბრუნდა და  წავიდა!

ადგილს იცნობ თეთრი ქვებით,
თუ არავინ აიღო.
გვიან ნახეს, თურმე ქვევით,
რიონმა რომ წაიღო...”

ეჰ,  სიმები დაგიდუნდა,
ყველამ თავი ანება.
ო, გიტარავ, გულს მოუნდა
შენი ახმიანება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები