ოთხი მეკუბოვე ჩამობნელდა.კარდონებითა და ბრიზენტით მიფარებული ფანჯარა მზის სხივებს ვერ აკავებდა.მზემ ისე იცვალა პირი,თითქოს გაბრაზებული ყოფილიყო.საერთოდაც,ვინ იცის,იქნებ თავის მლაშე,თან ძვალ-რბილის გამათბობელ სხივებს,ისე ყრის ქვეყანაზე, რომ არც ფიქრობს,ზედმეტი ან დაუფასებელი ხომ არ არის ეს მისგან?!გულმოწყალეა.ის ხომ,ყველას ერთნაირად დაგვნათის. -არა არა,ასე არ არის,განა მეც მზის სხივს უნდა ვეგებებოდე და ისინიც?თუმცა რა დააშავეს სასიკვდილო?!-ამბობდა თავისთვის დილის რვა საათზე ზაზა,რომელიც ეს ესაა წამოდგა თავისი დამტვრეული ლოგინიდან. ჩაიცვა მტვერშეწოვილი შარვალი. მოიწესრიგა თავი. სახლიდან გასვლისას,კარებს რომ მიადგა,გაახსენდა რომ ხელთათმანი რჩებოდა.მიაგნო.მრგვალად დაკუჭა და ჯიბეში ჩაიდო. -ეჰ,ნეტავ როდის გავა დრო,როდის მოვა რვა საათი, რომ ჩემს მდგომარეობას დავუბრუნდე-სადარბაზოდან გასვლამდე,კიბეებზე,მხოლოდ ამ სიტყვებს ეუბნებოდა ზაზა საკუთარ თავს. მუშაობდა იქ სადაც არ უნდოდა ყოფნა,აკეთებდა იმას,რას სიამოვნებას არ ანიჭებდა და რაც მთავარია,არანაირ, თავის ვალმოხდილ ღვაწლს ამაში ვერ პოულობდა. წარმოიდგინეთ ხე.უფრო სწორედ პატარა მარცვალი,რომელსაც ეს-ესაა უკრეს თავი მიწაში,იმ იმედით რომ იმისგან ხე,ხოლო კონკრეტულად მუხა ან წიფელი წამოიზრდება.გადაჩრდილავს მინდვრებს,ქუჩებს,ქუჩის გაღმა მგზავრთათვის გაკეთებულ ჩამოსაჯდომებს.სანამ მიწიდან თავს ამოყოფს,ბრძოლა უწევს.ჯერ საკუთარ თავთან.შემდეგ მიწასთან.იქნებ მიწამ არ მიიღოს?იქნებ მწერები დაესიოს,შეჭამონ,გაახმონ და უარესიც,ხომ შეიძლება,ადამიანმაც ფეხი დააბიჯოს,გათელოს.ამ ხის მარცვალმა კი,აი ეს წუთებია რაც ჰაერი ჩაისუნთქა.მიწისზემოთა სამყარო იგრძნო.მაგრამ რათ გინდა?არც ზემოთ აცდიან გახარებას. ზაზას სამსახური,რომელშიც თავს ზედმეტად გრძნობდა,სწორედ ასეთი,მიწიდან ამაყად და შიშით (ვაი,ვინმემ არ გადამთელოსო)ამოსული მუხისა და წიფელის გადამუშავება-დაჭრის საამქორს ეხებოდა,მეტიც,შემდეგ ფორმის ,სიგრძისა და სიგანის მიღებას.ხეს,კი როგორც ადამიანს,ცხოველს,ფრინველს,თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს.ხეს კი,ეს უკანასკნელი,განსაკუთრებული აქვს.სიცოცხლის სუნი უყვარს ზაზას და არა დაჩეხილის,სანტიმეტრებად ქცეული ხის სუნი.ტკიოდა ხეს.ტკიოდა ზაზასაც. რატომ იყო იქ,რატომ მუშაობდა,და საერთოდ რისთვის იჭრებოდა ხეები?პასუხი ერთია,სიცოცხლის არ არსებობისთვის. მუშოაბდა ძალდატანებით,გამოსავალი იქ მოძებნა სადაც მიიღებდნენ მონდმოების შემთხვევაში.ზაზას ნიჭი ბავშვობიდან დაჰყვა,ან რას ნიშნავს ბავშვობიდან ნიჭი?ნიჭი თუ ნიჭია,სწორედ იქიდან მოდის,მას ვერ შეიძენ,აჰა,ცოდნა მიამატო.თუმცა მეტი რაღა გინდათ? ზაზაც ინდომებდა.არ სურდა პურის ფულის ეთხოვა მეზობლებისთვის,ნათესავებისთვის,საკმაოდ ამაყი იყო და მისი სიმდიდრე,შეუდრეკელი თავმოყვაეობა,არ მოგცემდათ უფლებას,არაჭეშამრიტად გესაუბრათ მასზე.ზაზა ლექსებს წერდა, მოთხრობებს,მთლად დიდ რომანებს ვერ ბედავდა,არა იმიტომ რომ არ გამოუვიდოდა,ეშინოდა,რიდიც ეპარებოდა,და....ხატვა.ფუნჯი,ზეთი,პასტელი- იყო მისი სულიერი საკვები.ბავშვობაში ხეებს ხატავდა.ხეს კი ტოტების ნაცვლად ადამიანის სხეულებს გამოაბამდა.ზოგს ლამაზად,ზოგს დაღრეცილი შტრიხით,ალბათ ისე,როგორი ცხოვრებაც ქონდათ იმ ტოტებს.ადამიანად ყოფნისას. კუბოებს ოთხნი ამზადებდნენ. მოქმედი პირები მუდამ უცვლელნი იყვნენ და სხვადასხვა სახით და იერით.ესენი გახლდათ,თემური,ლევანი,გურამი და თვით ზაზა.დახასიათება შეიძლება ზედმეტიც იყოს,მაგრამ ხელობაა ისეთი,სული რომ ენდობა. თემური მუდამ იღრინებოდა.შეგიხედავთ ნათურებით გაჩახჩაღებული კორპუსებისთვის?ვიცი რომ შეგიხედავთ.აი იქ,ხომ გამოეპარება ერთი ბნელი წერტილი,ოდნავ მბჟუტავი,აი ისეთი გახლდათ თემურიც.ან და ცაზე,იმდენ,ურიცხვ მოკიაფე ვარსკვლავებში ერთი შორს,ძალიან შორს,მიტოვებული,არა,ზედმეტი უფრო,რომელიც ხელს უშლის სხვის ნათებას.ზუსტი დახასიათებაა ბატონებო.
გურამი მუდამ იჯდა და ჯვრებს ჯერ ხატავდა,შემდეგ ხეზე გამოსახავდა.ზოგჯერ გაიხუმრებდა,ჯვარი ორჯერვ დავუსვი და რას უნდა ნიშნავდესო,"რას და სათვალე შუბლზე კი არა,თვალზე გაიკეთე,თორემ რას გაიგებს ჭირისუფალი,განა იმას რომ სამოთხისთვის ორჯერ გემეტებოდა?ზოგს ორი კი არა,თვით ღმერთი რომ ჩამოუყავნო,მაინც არაფერი ეშველება,ან სადღააო"-გაექილიკებოდა ლევანი.
ლევანში ათეიზმის გრამიც არ იყო,არც კი ერკვეოდა რთულ ამბებში.ზაზა და ლევანს კი ამ თემაზე ბევრჯერ ჰქონიათ შუღლი,ზაზა გაიძახოდა ის ხარ,რაც არც კი იცი,ავია თუ ცუდიო და თუ არ იცი ნუღარ უარყოფო,როგორ შეიძლება იყო მატერია და ეს გიხაროდესო.იმასაც კი დააყოლებდა,შენი ხელობა ეს არის,კუბოს დამზადება,დამზადებამდე დაჭრა-დახერხვა ,ჰო და რა გამოდის,ეს ხარ სულო?
ამ დროს წამოენთებოდა თემური,მოიმარჯვებდა გამოუსადეგარ ქამჩას,რომელიც მიგდებული იყო კუთხეში,აწევდა ხელს ჰაერში და ყვიროდა-"გაჩერდით! თორემ,აი ამ ქამჩით გამოგჭრით ყელს და აქვე ჩაგაწვენთ,უდღეურებო" - ის ქამჩა ყელის გამოსაჭრელი კი არ არის-გამოექომაგა ერთხელ ზაზა. - აბა რისთვის?რა ათეიზმი,რა მატერია და სული,ჩემს გასაგონადაც თქვით რამე-კისრის გამოწევით ყვიროდა ილია. - შენს გასაგონად რომ ვთქვა,მაშინ უნდა დავეცე,მაგას ის სჯობს შენ რომ ამაღლდე,ილია მეკუბოვე-ღრენით უპასუხა ზაზამ და განაგრძო-მე რომ ვიყო ამ საამქროს,თუ რა ჯანდაბაც ქვია,არც კი აგიყვანდი მუშად. -ვითომ,რატომო? ზაზა ჩუმად იჯდა და ხის ნაწილს აკვირბოდა,რომელის გასათლელად მზად იყო.ისინი იყვნენ მჭრელებიც,მწებავებიც,ჯვრის დამსმელებიც(უჯვროდ კუბო,რა კუბოა) მოკლედ,აკვანს ამზადებნენ.იმ აკვნისთვის,წინ რომ გააქანებ და უკან რომ არ უნდა ელოდო. -ჰა ჰა,რას უყურებ,შენი გასათლელია ის,რომ მიშტერებიხარ.რატომ არ ამიყვანდი მე?! -შენ მკვდრების და სულის რა გაგეგება,ცოცხალს ვერ გაგიგია ვერაფერი.დგახარ და წარამარაობ,სიტყვების ფასი არ იცი.შენ ისიც კი იკადრე და იმ ქალს,ქვითინით რომ მოგადგა,უჩემოდ კუბო არ დაუმზადე,რადგან 100 ლარი დააკლდა. -ეეჰ,შეხედეთ,მე მასწავლის ფასს.აბააა.!ყველა კაცს თავისი ფასი აქვს ქვეყნად,ის დიდი კაცი იყო,ნუ,შედარებით.ჰო და მეტი ღირდა მისთვის ეს ყველაფერი. -მჭერმეტყველება იქ გამოგდის,სადაც საკუთარზე ფიქრობ.არა,იმას არ ვამბობ,რომ არ დაიკრძალებოდა უჩვენოდ,მაგრამ მკვდარს რა ხეირი.კაპიკია ფასი ამ ხის.ესეც მიწამ უნდა ისუნთქოს და მკვდარიც. -შენ რომ ლექსებს წერ და მოთხორებებს,რა გაწერინებს,საქმე გამოგლევია? -საქმე რომ მაქვს ეს მაწერინებს სწორედ,შენნარებს იქ მაინც გამოვასწორებ.გადაგაკეთებ.დაგხატავ კიდეც,მაგრამ არ გაგაფერადებ. -სული რა არის?ჩვენ ხომ იმას ვმარხავთ,რაც ზედმეტია? -ის ზედმეტია სწორედ სული.რაც შორსაა ბოროტებისგან,მაგრამ თან ახლოა. -ზოგი გინდ არც დაგიმარხავს-ჩაერთო ლევანი და ჩვეულ რიტმს არ კარგდა. -ბევრი დაუმარხავია დედამიწაზე,ზოგი ოკეანეში ჩაიძირა და ფსკერმა შთანთქა,ზოგიც ომებს შეეწირა და ნაკუწ-ნაკუწ წარსდგა.-ხელების ქნევით ამბობდა ზაზა. -ეეჰ,სად მიდიხართ ახლა თქენ,ბრძენნო და გონიერნო?!-(ალბათ ასე ილაპარაკებდა უკანასკნელი ცხოველი,საუბარი რომ სცოდნოდა)-ჰა,სად მიგყავთ საუბარი?-თქვა ილიამ და იქვე განაგრძო,გინებასაც ურევდა,შიგადაშიგ - რას სწუხართ და ქვითინებთ,განსაკუთრებით შენ,ზაზა.თქვენი არ ვიცი და მე,როცა მესმის რომ ახლო-მახლო ვიღაც გარდაიცვალა,ჰოოპ...კლიენტიც არიც.კუბო მზადაა.დავამზადოთ.ჩავაწვითონ და გავუშვათ. -სხდომა ჩავატაროთ?კინწისყვრით გავაგდოთ ილია?თუმცა რა სხდომა,ლევანი ბაი-ბურში არ არის თავისი ნათქვამის,გია მუდამ ჯვრებს ხატავს და სხვებს წაღმა-უკუღმა ეთანხმება.თქვენს ხელში მე,მართლაც სასახლის გარეშე მოვკვები.არა და გაგონილა,მეკობოვე უკუბოდ?-სევდიანად წარმოსთქვა ზაზამ. -მაგრამ ხომ თქვი,დაუმარხავი არავინ ყოფილაო?-გაუფართოვდა წვრილი თვალები ლევანის. - ბაი-ბურში არ ხარ.-მკაცრად,ხელის ჩაქნევით მიუგო ზაზამ.
საქმე ერთი კვირა არ ჰქონიათ.არც არავინ გარდაცვლილა.ამ ამბით შეწუხებული თემური ხან იგინებოდა,ხანაც "მოკვდით,თქვე გასაწყვეტლებო,ფული სჭირდება ოჯახს"-გაიძაოხდა,გია ხის ფიცარს ჯვრის ფორმას მაინც აძლევდა და სხვა რამეს თუ იტყოდა,უმალ ეთენხმებოდა.ზაზა წერდა ლექსებს,მოთხრობებს,რომანს ვერ ბედავდა,ეშინოდა.
ერთი თვის თავზე გამოიცა ნეკროლოგი. ნახსნები იყო მხოლოდ სახელი, და ის მოკლე რამ,რაც ზაზას აღმოაჩნდა შარვლის მარცხენა ჯიბეში.სწორედ ის იყო მისი მემკვიდრეობა,ორიოდე სიტყვა... " ნუღარ მეტყვით,რომ მე ცოდვილი, ამდენი სიმართლის მერე, უშვილობის მერე, ულუკმა-პუროდ, სხვების სიკვდილის მომლოდინე, ასე გავწითლდი და ცას მივეწებე. სადღაც,პოეზიის სამხრეთ საზღვარზე" თემურის ერთი თვის,ოჯახის შესანახი თანხა აღმაოჩნდა,გურამმა,იქვე,მიწა მიაყარა,მარშუტით,დაუსრულებლად...ლევანიმ კი აქ,ბუჩქი ამოვა,კეთილთვისებიანიო.ყვირილის წრეც შეიკრა და ზედ ყვავებმა გადაიფრინეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ყველა მკვდარი ლამაზია.ასევე ყველა ცოცხალი იმსახურებს სუნთქვას,ლაპარაკის უფლებას ცოტა. გეთანხმები- 100% ყველა მკვდარი ლამაზია.ასევე ყველა ცოცხალი იმსახურებს სუნთქვას,ლაპარაკის უფლებას ცოტა. გეთანხმები- 100%
14. რატომღაც მომინდა ამაზე კიდევ დამედო კომენტარი. ასე რომ 25 ქულა ჩამომაწერა პროგრამამ.
მე-12 კომენტარის პასუხად:
მკვდრებმა უკეთესი მოსმენა იციან, ესმით კიდეც.
რატომღაც მომინდა ამაზე კიდევ დამედო კომენტარი. ასე რომ 25 ქულა ჩამომაწერა პროგრამამ.
მე-12 კომენტარის პასუხად:
მკვდრებმა უკეთესი მოსმენა იციან, ესმით კიდეც.
13. ნეფერტარ- მოხვალ?მოიტან?(SEPTEM SERMONES AD MORTUOS ) ნეფერტარ- მოხვალ?მოიტან?(SEPTEM SERMONES AD MORTUOS )
12. იუნგი ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ მიმართავდა სპირიტუალიზმს.(ალკოჰოლიკების გამოჯანმრთელება ალკოჰოლით) ის ერთხელ მკურნალობდა ამერიკელ პაციენტს(როულანდ ჰაზარდი), რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იუნგმა განუცხადა პაციენტს, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ერთადერთ გამოსავლად სპირიტუალიზმი რჩებოდა. იუნგმა შენიშნა, რომ იყო შემთხვევები როდესაც ამ მეთოდით ინკურნებოდნენ სრულიად უიმედო ალკოჰოლიკები. აქიდან მოდის სწორედ ის, (Alcoholics Anonymous) ანონიმურ ალკოჰოლიკთა ცენტრი.
ცოცხალს არ ესმის,და მკვდარს რას არიგებდა ეს ცხონებული?)) მეგრულში ყველაზე მეტი სიტყვაა (მგონი.(მეგრელობის გარეშე ვამბობ)) ბრუნვა 9 იუნგი ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ მიმართავდა სპირიტუალიზმს.(ალკოჰოლიკების გამოჯანმრთელება ალკოჰოლით) ის ერთხელ მკურნალობდა ამერიკელ პაციენტს(როულანდ ჰაზარდი), რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა. უშედეგო მკურნალობის შემდეგ, იუნგმა განუცხადა პაციენტს, რომ მისი მდგომარეობა უიმედო იყო და ერთადერთ გამოსავლად სპირიტუალიზმი რჩებოდა. იუნგმა შენიშნა, რომ იყო შემთხვევები როდესაც ამ მეთოდით ინკურნებოდნენ სრულიად უიმედო ალკოჰოლიკები. აქიდან მოდის სწორედ ის, (Alcoholics Anonymous) ანონიმურ ალკოჰოლიკთა ცენტრი.
ცოცხალს არ ესმის,და მკვდარს რას არიგებდა ეს ცხონებული?)) მეგრულში ყველაზე მეტი სიტყვაა (მგონი.(მეგრელობის გარეშე ვამბობ)) ბრუნვა 9
11. სპირიტუალიზმი თუ ინდივიდუალიზმი ? :)
შვიდი დარიგება მკვდრებს სულ 9 გვერდია, ანუ სულ 7 დარიგებაა და 9 გვერდში მეგრულს თუ მასწავლი სრულყოფილად, ვთარგმნი აბა რას ვიზამ?
სპირიტუალიზმი თუ ინდივიდუალიზმი ? :)
შვიდი დარიგება მკვდრებს სულ 9 გვერდია, ანუ სულ 7 დარიგებაა და 9 გვერდში მეგრულს თუ მასწავლი სრულყოფილად, ვთარგმნი აბა რას ვიზამ?
10. ფრიად საინტერესო კაცი იყო ეს იუნგი ბატონო,მე პირადად,სხვა ბევრ რამესთან ერთან,მომწონს მისი სპირიტუალიზმი.ბევრი უნდა დალიო,რომ გამოფხიზლდეო:)მასეა. კი წავიკითავ რუსულად,მაგრამ მშობლიურ ენაზე სჯობს და უკეთ გავიგებ.მე მეგრულს გასწავლით და ა.შ) მე არ დაგავიწყებთ. ფრიად საინტერესო კაცი იყო ეს იუნგი ბატონო,მე პირადად,სხვა ბევრ რამესთან ერთან,მომწონს მისი სპირიტუალიზმი.ბევრი უნდა დალიო,რომ გამოფხიზლდეო:)მასეა. კი წავიკითავ რუსულად,მაგრამ მშობლიურ ენაზე სჯობს და უკეთ გავიგებ.მე მეგრულს გასწავლით და ა.შ) მე არ დაგავიწყებთ.
9.
თუ მოვცილი, ვთარგმნი და მოვიტან აქ, მაგრამ ახლა არ ვარ ამის ხასიათზე და ბოდიში. :)
თუ მოვცილი, ვთარგმნი და მოვიტან აქ, მაგრამ ახლა არ ვარ ამის ხასიათზე და ბოდიში. :)
8. კი "შენმა იმან" დაწერა, ოღონდ იუნგისთვის ეს საკუთრ სულს არ უკარნახია, სხვისმა სულმა უკარნახა როგორც თავად წერს. :)
თუ სურვილი გაქვს პმ-ში ფოსტა მომწერე და გამოვგზავნი, ანდა სულაც ბმულს დაგიდებ აქ:
https://castalia.ru/issledowanija/yungianskaya-psikhologiya/stati-po-yungianstvu/453-kg-yung-septem-sermones-ad-mortuos.html
აი აქაა შვიდივე დარიგება მკვდრებს. შენ ეს უნდა წაიკითხო, უფრო მაგრად დაწერ კოლოპურტებზე და "იმასშვება" თემებზე. :)
კი "შენმა იმან" დაწერა, ოღონდ იუნგისთვის ეს საკუთრ სულს არ უკარნახია, სხვისმა სულმა უკარნახა როგორც თავად წერს. :)
თუ სურვილი გაქვს პმ-ში ფოსტა მომწერე და გამოვგზავნი, ანდა სულაც ბმულს დაგიდებ აქ:
https://castalia.ru/issledowanija/yungianskaya-psikhologiya/stati-po-yungianstvu/453-kg-yung-septem-sermones-ad-mortuos.html
აი აქაა შვიდივე დარიგება მკვდრებს. შენ ეს უნდა წაიკითხო, უფრო მაგრად დაწერ კოლოპურტებზე და "იმასშვება" თემებზე. :)
7. სხვა ქსელში მე არ ვარ და აქაურ მიმოწერაში? ანუ,გინდა თქვა რომ,ეს ჩემმა "იმან" დაწერა? )არა და საინტერესო თემაა,სასიამოვნო იყო წერის პროცესი ნამდვილად. სხვა ქსელში მე არ ვარ და აქაურ მიმოწერაში? ანუ,გინდა თქვა რომ,ეს ჩემმა "იმან" დაწერა? )არა და საინტერესო თემაა,სასიამოვნო იყო წერის პროცესი ნამდვილად.
6. ქართულად არავის უთარგმნია, რუსულად შემიძლია მოგცე, ოღონდ მომწერე სად აგიტვირთო.
აქ არასადაა ამისი საშუალება. იუნგი ამბობდა რომ ეგ ნაწარმოები, ანუ შვიდი რჩევა მკვდრებს, ავტომატურ რეჟიმში დაწერა, რომ სული კარნახობდა და თავად მხოლოდ იწერდა სიტყვებს. ასეცაა მის ბიოგრაფიაში ასახული.
ქართულად არავის უთარგმნია, რუსულად შემიძლია მოგცე, ოღონდ მომწერე სად აგიტვირთო.
აქ არასადაა ამისი საშუალება. იუნგი ამბობდა რომ ეგ ნაწარმოები, ანუ შვიდი რჩევა მკვდრებს, ავტომატურ რეჟიმში დაწერა, რომ სული კარნახობდა და თავად მხოლოდ იწერდა სიტყვებს. ასეცაა მის ბიოგრაფიაში ასახული.
5. ქართულად დადევით.ინგლისურთან მწყრალად ვარ. ქართულად დადევით.ინგლისურთან მწყრალად ვარ.
4. დავით ქარჩავა,
ახლა ვიპოვე რასაც ვეძებდი ამის წაკითხვის შემდეგ. კარლ იუნგს აქვს ასეთი რამ დაწერილი:
SEPTEM SERMONES AD MORTUOS
იცნობ ამ ნაწარმოებს?
დავით ქარჩავა,
ახლა ვიპოვე რასაც ვეძებდი ამის წაკითხვის შემდეგ. კარლ იუნგს აქვს ასეთი რამ დაწერილი:
SEPTEM SERMONES AD MORTUOS
იცნობ ამ ნაწარმოებს?
3. საინტერესოდ შეიძლებოდა ამის განვრცობა,უბრალოდ თავი არ მქონდა ბევრი ახსნა-განმარტების.
საინტერესოდ შეიძლებოდა ამის განვრცობა,უბრალოდ თავი არ მქონდა ბევრი ახსნა-განმარტების.
2. არაფერიც :)))) მე წავიკითხე (გუშინწინ, ზუსტად მახსოვს) რაღაცნაირად არ მომეწონა და ვიფიქრე სხვებსაც გადავხედავ, რას წერს დათო ბიჭი-მეთქი და "კაცი დუქანში " დავიწყე . ის ამას ჯობდა . მერე სხვაც მინდოდა წამეკითხა და ვერ მოვიცალე. არაფერიც :)))) მე წავიკითხე (გუშინწინ, ზუსტად მახსოვს) რაღაცნაირად არ მომეწონა და ვიფიქრე სხვებსაც გადავხედავ, რას წერს დათო ბიჭი-მეთქი და "კაცი დუქანში " დავიწყე . ის ამას ჯობდა . მერე სხვაც მინდოდა წამეკითხა და ვერ მოვიცალე.
1. აქ,მგონი კოლოპურტები,სათაური და ეს ამბები იმასშვება:) აქ,მგონი კოლოპურტები,სათაური და ეს ამბები იმასშვება:)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|