ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 დეკემბერი, 2017


პატრიარქობის 40 წელი

ილია მეორის აღსაყდრებიდან ოთხი ათეული წელი გავიდა. ეს იყო პატრიარქობის მძიმე და ეკლიანი გზა.

ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც 1989 წლის 9 აპრილს სიტყვით გამოსვლა იყო რუსთაველის პროსპექტზე. პატრიარქმა მიტინგზე შეკრებილებს მოუწოდა თავი ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის შეეფარებინათ, რადგან ქაშუეთი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც საბჭოთა (რუსული) ჯარი არ იდგა.

ერთი წლის შემდეგ იყო უდიდესი მიღწევა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ავტოკეფალია.

შემდეგ იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა. პატრიარქი ზვიადის გვერდით იდგა.

1991 წლის 22 დეკემბრიდან სამწუხაროდ მოვლენები ტრაგიკულად წარიმართა, დაიწყო ,,სამოქალაქოდ“ წოდებული ომი, მოხდა პუტჩი-სამხედრო კრიმინალური გადატრიალება, გამსახურდია სამშობლოდან განდევნილ იქნა. სრული განუკითხაობა იყო, პატრიარქს არავინ არაფერს ეკითხებოდა. მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ზვიადს ერთხელაც არ უთქვამს აუგი ილია მეორეზე.

მამა გაბრიელ ურგებაძემ თქვა: ,,ვინც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს განიკითხავს, თავზე აგიზგიზებულ ნაკვერჩხლებს დაიყრის!“

1995 წლიდან კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო სამების ტაძრის მშენებლობა, რომელიც 9 წელიწადს გრძელდებოდა.

ილია მეორეს

მე მადლობას გულით ვწირავ უზენაესს,
სიხარულით ვეგებები განთიადს,
გულით ვლოცავ უწმინდესს და უნეტარესს,
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს!

პატრიარქი მამულს ლოცავს,
ისმის რეკვა ზარების,
ივერიას მადლი მოსავს,
მადლი-წმინდა სამების.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები