 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2018 |
მე ბრმა ვარ... ვერ ვხედავ სამყაროს... და ფერებს შეხებით აღვიქვამ... და თითქოს ამგვარად გამთალეს: ხელებში სიცოცხლე ჩამიდგა... ამბობენ, ჭრელია გარემო, არადა, ფერადად დავსახე... თითებით დავხატე, გავბედე, თითებზე ჩიტები დამასხდნენ... მე ბრმა ვარ... და ვერც შენ ვერ გხედავ, გსუნთქავ და ამგვარად გიგრძენი, შენ ამბობ, ლურჯია დღეს ზეცა; მე ვფიქრობ, თოლია ვიქნები... შორსა ხარ და მაინც მიხუტებ, სიყვარულს ბრაილის შრიფტით მწერ, მეც გულთან და გულში: გი-გულ-ებ, და თვალგახელილი გისიზმრებ... ხმა მწვდება... მე მიყვარს შენი ხმა, მაგ ხმითაც თითქოსდა მიჩემებ... სიყვარულს თვალებში დაგაწერ, ამბობ და... მეც უცებ გიჯერებ... მე ბრმა ვარ, ფიქრობენ ვერ ვხედავ... და უნდათ ბროლისგან გამთალონ... არადა, მიყვარდე, ხომ ვბედავ... შენა ხარ დღეს ჩემი სამყარო... მე ბრმა ვარ... თითებზე ჩიტებით..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფლორენცია :) უმსხვრევი ბროლი.............. <3 ფლორენცია :) უმსხვრევი ბროლი.............. <3
3. ამ ლექსს თავისი გარემო სჭირდება ვფიქრობ. კარგია თითებზე ჩიტები.
ამ ლექსს თავისი გარემო სჭირდება ვფიქრობ. კარგია თითებზე ჩიტები.
2. ნიაკოსეული ლამაზი, სათუთი სამყაროა ამ ლექსში. როგორ მიყვარს ამ ავტორის ლექსები! ყველაზე უმსხვრევი ბროლისგან არის ზოგი ნაშენი, რომ გგონია პატარა დაცემაზე დაიმსხვრევა და ამ დროს შენზე გამძლე და ძლიერი აღმოჩნდება! ნიაკოსეული ლამაზი, სათუთი სამყაროა ამ ლექსში. როგორ მიყვარს ამ ავტორის ლექსები! ყველაზე უმსხვრევი ბროლისგან არის ზოგი ნაშენი, რომ გგონია პატარა დაცემაზე დაიმსხვრევა და ამ დროს შენზე გამძლე და ძლიერი აღმოჩნდება!
1. 3. წარმატებები. 3. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|