ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 იანვარი, 2018


ლადო ასათიანის შესახებ

„სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები“.

ლადო ასათიანი

ეჰ, 26 წლის ასაკში შეწყდა ლადოს სიცოცხლე და ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ჭლექი იყო, იმ დროისთვის უკურნებელი სენი. რომ არა ჭლექი, ვინ იცის კიდევ რამდენ ახალ წელს შეხვდებოდა, რამდენი დააკლდა საქართველოს, რამდენს დააკლდა ლადო, კიდევ ბევრს გაუთბობდა ყინულივით ცივ გულს მისი ცხენივით გაჭენებული პოეზია!

ჩემი პოეტების სიაში პირველი ადგილი ლადო ასათიანს უკავია!

ლადოს პოეზიამ შემაყვარა პოეზია, ლადოს პოეზიის გავლენით დავიწყე ლექსების წერა 2005 წელს. ლადოს ლექსების კითხვაში ვათენ - ვაღამებდი.

ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!

ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!

გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!

2013 წელს პირველი ლექსი დავწერე ლადოზე, უფრო სწორედ მის მშობლიურ სოფელზე - ბარდნალაზე:

ლექსი ბარდნალაზე

ისევ აენთო მზეწვია,
მთის წვერზე თოვლი დამდნარა,
მინდა წიგნებით ვეწვიო
ასათიანის ბარდნალას.

გული ბუნებით... ოცნებით,
პოეზიითაც დამთვრალა,
დაე! სიცოცხლის სავალ გზებს
მზე მინათებდეს ცხრათვალა...

რომ სიკვდილამდე ვუმღერდე
ლადოს მშობლიურ ბარდნალას!!!

სამი წლის შემდეგ ეს სიტყვები მოვიდა თავში:

ლადო ასათიანს

მშობელ მიწისთვის იყავ ქარბუქი,
ქართული გქონდა პოეტს ფესვები,
ღმერთმა მიგიღო სულმთლად ჭაბუკი,
დღეს ერში ცოცხლობ შენი ლექსებით.

ერთი წლის შემდეგ კი ლადო ასათიანზე ოთხსტროფიანი ლექსი გამომივიდა:

ჭაბუკად დარჩი მარად

ლადო ასათიანს

დავუკარ... კიდეც ვიმღერე,
მე „სალაღობო“ შენი და
ღვინით დავლოცე ბარდნალა
წინაპრის საწნახელიდან.

ისე გტკიოდა იარა,
კრწანისისა და მარაბდის,
ღმერთმა მიგიღო ჭაბუკი,
ჭაბუკად დარჩი მარადის.

ემაგ ლექსები ნამდვილად
ჩემთვისაც მრავლისმთქმელია,
შენი არ იყოს, კრწანისში
ყაყაჩოები მელიან.

მე დღემდე შენს გზას მივყვები,
გზას პოეზიის, მამულის,
მიწაც არასდროს მოკვდება,
შენი ცრემლებით ნამული.

დაბოლოს, ისევ საკუთარი ლექსით მსურს დავასრულო:

დაუკარით!

დაუკარით საცეკვაო!
მსურს გავშალო მკლავები,
ტაშს მიკრავდნენ გოგონები -
უცოდველი კრავები.

ვიდრე სუნთქავს ქართველობა -
ნაღდი, ლაზათიანი,
დაუკარით „სალაღობო“
ლადო ასათიანის.

სიხარულმა ისევ მინდა
დამიცრემლოს თვალები,
ემჩნეოდეს ქართულ მიწას
ცეკვის ნატერფალები.

მაშ, ნუ ეტყვით უარს მოყვასს,
აუსრულეთ წადილი,
ლამაზებმა ვაჟთა შორის
კვლავ ჩააგდეთ მანდილი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები