 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 18 იანვარი, 2018 |
❤❤❤❤❤ ლურჯი კვალი ნათითურებზე - კვალი იების და ნაფეხურებზე ამოსული მზესუმზირები. ვდგავარ, გიყურებ... რა უნდა გითხრა, რასაც სხვა ვერ გეტყვის; რასაც სხვისგან ვერ გაიგონებ... მემილიონე გაზაფხული ვარ, შენ ცხოვრებაში აპრილივით შემოგეჭერი. მემილიონედ გიხსნი სიყვარულს... იმ სხვათაგან რით განვსხვავდები? არაფრით, მგონი... და მაინც... მაინც... რატომ მგონია, რომ სხვანაირი ვარ; სულ სხვაგვარად მოფორიაქე... შენც გადაგადე ჩემი სულის სიფორიაქე... რატომ მგონია, რომ სწორედ ის ვარ, ვისაც ამდენი ხანი ეძებდი... დიდი ხნის წინათ დამესიზმრე - არცკი მენახე და დამესიზმრე - უცნაურად შემომყურებდი... მე მზერა მახსოვს - ანთებული შენი თვალების... მახსოვს ხელები - მხოლოდ ჩემი მაძებარები და სუნთქვა, სუნთქვა, ლავიწის ძვალთან რომ ჩაიკარგა... ვდგავარ... გიყურებ... ვინ სთქვა, რომ ლექსი მხოლოდ რითმაა... რომ მხოლოდ რიტმი არის მუსიკა... ვის მოუჭორავს... ვდგავარ - გიყურებ... შენი ყოველი ამოსუნთქვა - პოეზიაა... შენი მძიმე ნაბიჯების ხმა - მუსიკაზე უფრო მეტია... მე მხატვარი ვარ - თვალებით ვხატავ შენ კონტურებს და: ვიმახსოვრებ... რომ ისევ ისე დამესიზმრო, მერე ამიხდე, მერე მოხვიდე, გადმომედო ბატონებივით და ჩაიკარგოს შენი სუნთქვა ლავიწის ძვალთან... ვდგავარ... გიყურებ... გიმახსოვრებ და გხატავ, გხატავ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. რა კარგია!ნია-კო:*<3 რა კარგია!ნია-კო:*<3
1. ცოცხალი ლექსია- მთელი თავისი ემოციებითა და ტროპებით. ნი <3 ცოცხალი ლექსია- მთელი თავისი ემოციებითა და ტროპებით. ნი <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|