ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 იანვარი, 2018


სუხიშვილებზე

ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის დაარსებული სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი - რომელსაც დღეს „ქართული ნაციონალური ბალეტი“ ჰქვია, მთელ მსოფლიოს აღაფრთოვანებდა. ხუთივე კონტინენტი შემოიარეს ქართული ცეკვებით. ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მაინც მილანის ლასკალას ოპერის თეატრში გამოსვლა იყო 1967 წელს, თოთხმეტჯერ გაიხსნა და დაიხურა ფარდა ერთი კონცერტის განმავლობაში, ილიკოს და ნინოს ანსამბლმა კარუზოს რეკორდი მოხსნა, ენრიკო კარუზო ერთ დღეს თერთმეტჯერ გამოვიდა ლასკალას სცენაზე!

ილიკოს და ნინოს შვილიშვილებმა, თენგიზის შვილებმა თანამედროვე ელემენტები შესძინეს ანსამბლს, გაამრავალფეროვანეს, მაგრამ საბედნიეროდ შეინარჩუნეს ტრადიციული ქართული ცეკვები.

უმცროსმა ილიკომ ბევრი ახალი ცეკვა დადგა: „ზეკარი“, „ჯუთა“, „ილოური“, „ლაზური“ „ცდო“.

„ნაციონალურ ბალეტს“ ქართული სული შენარჩუნებული აქვს! ამის დასტური იყო ეგვიპტის პირამიდებთან გამართული კონცერტი 2015 წლის 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამი ათასი ეგვიპტელი ტაშს უკრავდა ქართველ მოცეკვავეებს. კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომელსაც მთელი არაბული სამყარო ადევნებდა თვალს..

ასე რომ, ვინც ილიკო და ნინო სუხიშვილების კრიტიკას იტყვის (ოღონდ ჯანსაღ კრიტიკას), იქვე მათი დამსახურებაც აღნიშნოს.

ოთარ რურუა

2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები