 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 22 იანვარი, 2018 |
ბატონო ჩემო, თანაგიგრძნობ, რომ ასეთი ვარ... არაფრით მეტი და არაფრით ნაკლები თუნდაც... მე ვარ სიგიჟის აპოგეა, თავად სიგიჟეც; ქარიშხალიც ვარ, ჰოდა, სწორედ ამიტომ ვწუხვარ. ვერ გავნაზდები, ვერ ვიქცევი გედად, შვლის ნუკრად, მე - ქარაშოტებს შეხიზნული ცელქი ასული... ჰოდა, ბატონო, აი, სწორედ ამიტომ ვწუხვარ, რომ არაფრით ვარ მე ფერია ვინმე ზღაპრული... აბა რა გითხრა, განუგეშო ან ახლა რითი, უბრალოდ მინდა გაყინული სული გაგითბო... მხოლოდ გაფრთხილებ, რომ არა ვარ ძალიან მშვიდი, და თანაგიგრძნობ, ჩემო ერთავ, მხოლოდ ამიტომ... თუმცა რა? განა შენ სხვანაირს მომიწონებდი? სიმშვიდე ყელში ეკლებად რომ ამოგეზარდა... სიცოცხლევ ჩემო, სხვანაირი ვერ ვიქნებოდი, შენ კაი თუ ხარ, მე მარტოდენ შენი გერდა ვარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. "ბატონო ჩემო, თანაგიგრძნობ, რომ ასეთი ვარ... თუმცა რა? განა შენ სხვანაირს მომიწონებდი?"
პოეზიისა რა გითხრათ, მაგრამ იდეაა გადასარევი ^_^ "ბატონო ჩემო, თანაგიგრძნობ, რომ ასეთი ვარ... თუმცა რა? განა შენ სხვანაირს მომიწონებდი?"
პოეზიისა რა გითხრათ, მაგრამ იდეაა გადასარევი ^_^
7. მძიმე ჯვარი, არც გედავები :) მძიმე ჯვარი, არც გედავები :)
6. მძიმე ჯვარი, არც გედავები :) მძიმე ჯვარი, არც გედავები :)
5. ვიღაცისთვის შეიზლება ზეპოეზიაც იყოს ვიღაცისთვის შეიზლება ზეპოეზიაც იყოს
4. ნუ ჩემთვის რათქმაუნდა.... ნუ ჩემთვის რათქმაუნდა....
3. მართალი ხარ....პოეზია სულ სხვა რამეა... მართალი ხარ....პოეზია სულ სხვა რამეა...
2. მირი-ანი, იმდენი გამოცდილება მაინც კი დამიგროვდა, ძვირფასო, რომ მივხვდე რას მივაქციო ყურადღება და რას არა. :) ისე ვწერ, როგორც მეწერება და არა მგონია, ხალხმა რამე გავლენა იქონიოს ამაზე, ან შექებამ. სიმართლე თუ გინდა, არასოდეს ვიტყვი, რომ რასაც მე ვწერ, პოეზიაა, დამიფაროს უფალმა. ლექსების წერა კი, მეეჭვება ცოდვა იყო. კარგი ბიჭი ხარ შენ, გაიხარე და გმადლობ. <3 მირი-ანი, იმდენი გამოცდილება მაინც კი დამიგროვდა, ძვირფასო, რომ მივხვდე რას მივაქციო ყურადღება და რას არა. :) ისე ვწერ, როგორც მეწერება და არა მგონია, ხალხმა რამე გავლენა იქონიოს ამაზე, ან შექებამ. სიმართლე თუ გინდა, არასოდეს ვიტყვი, რომ რასაც მე ვწერ, პოეზიაა, დამიფაროს უფალმა. ლექსების წერა კი, მეეჭვება ცოდვა იყო. კარგი ბიჭი ხარ შენ, გაიხარე და გმადლობ. <3
1. ამ ლექსს არაა ქავს არანაირი რეიტინგი და კომენტარი და თქვენსავე ,, რაფსოდიას'' აქებს ხალხი და ადიდებს ვნახე. თანაგიგრძნობთ. ვერ ვხვდები რაშია საქმე. ერთს გირჩევ ცუდად წერას არ მიგაჩვიონ რადგან ვხედავ რო საკმაოდ კარგად და გრძნობით წერთ. ამ ლექსს არაა ქავს არანაირი რეიტინგი და კომენტარი და თქვენსავე ,, რაფსოდიას`` აქებს ხალხი და ადიდებს ვნახე. თანაგიგრძნობთ. ვერ ვხვდები რაშია საქმე. ერთს გირჩევ ცუდად წერას არ მიგაჩვიონ რადგან ვხედავ რო საკმაოდ კარგად და გრძნობით წერთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|