ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
26 იანვარი, 2018


წერო და მერცხალი

    ადრიანად აცივდა. ოქტომბრის ბოლოს მერცხლები თბილი ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. გამგზავრების წინ ჭიკჭიკით დაემშვიდობნენ მშობლიურ ბუდეს და ეულად დარჩენილ ოჯახის უფროსს, მამა მერცხალს.
    თეკლა ყოველდღე საჭმელს უყრიდა, ეცოდებოდა მარტოდ დარჩენილი, დაღონებული მერცხალი.
    სახლის ახლოს პატარა მდინარე ჩამოდიოდა. შუა დღით მდინარის ნაპირას მიფრინდა გაჭირვებით, ქვაზე დაჯდა, ფრთაზე იარამ შეაწუხა. გასცქეროდა კამკამა მდინარეს, რამდენჯერ უბანავია  ცხელ ზაფხულში აქ მის ოჯახს, გაგრილებულან. მალე წეროც მოფრინდა წყლის დასალევად, დაღონებულ მერცხალს კითხა.
- მეგობარო, რამ დაგაღონა?
-ჩემი ოჯახი გუშინ გაფრინდა, მე აქ დავრჩი, ნატკენი ფრთით ვერ გავბედე ამხელა მანძილზე, ირაოს ვერ გავაკეთებ და დაღლილი შეიძლება ზღვაში ჩავვარდე. შორს ფრენა არ შენიძლია, გამოზამთრება აქ მომიწევს. პატარა გოგოს იმედი მაქვს, ცივ ნიავს არ მაკრებს.
- მე დაგეხმარები!-როგორ?
-შენ ჩემს ზურგზე დაჯდები, აი ასე. მეც თქვენთან ერთად გამოვიზამთრებ იმ ქვეყანაში, მაინც მარტო ვარ.
  მერცხალს სიხარულის ცრემლები გადმოუგორდა.
მეორე დილით წერომ მოაკითხა. თეკლას ეუცნაურა მათ ეზოში წეროს გამოჩენა, მაგრამ მის ზურგზე როცა მერცხალი დასკუპდა, ყველაფერი გასაგები იყო, ხელი დაუქნია,თან ნაღვლიანად ახედა ცარიელ ბუდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები