 | ავტორი: ნია-კო ჟანრი: პოეზია 31 იანვარი, 2018 |
დაყუჩდით დღეებო, შენც, გულო, დამშვიდდი, რა უნდა ამ ზამთრის გასვლას და გალევას... თვალები დახუჭე, დახუჭე თვალები, სანამ სიყვარული სისხლივით წაგვსკდება... გააღეთ დახშული კარი და ფანჯარა, გული ხომ ისედაც ყოველთვის ღიაა, სულ ასე მგონია, ჭკუიდან გადავალთ, შენ უკრავ და ვამბობ, რომ რაფსოდიაა - ნეკნების, ხალების, თვალების, მზერისაც, შეხედე, მზე მაინც როგორი თბილია, იანვრის თვეშიაც ლურჯ აპრილს მოგიყვან და დაგაჯერებ, რომ ისე ადვილია - ჩემი შეყვარება, როგორიც არასდროს, როგორიც არვისგან, როგორიც არაფრით... მალე დასრულდება ზამთრის ადაჯიო, და ზამთრის ფერებით დაღლილი ქალაქი მოიხდენს გაზაფხულს და აპრილს თავნებას, დამშვიდდით, დღეებო, შენც, გულო, დაყუჩდი, სანამ სიყვარული სისხლივით წაგვსკდება, აპრილი აიკლებს ამ ქუჩებს მაჟორით. შენ უკრავ... მე ვამბობ, რომ რაფსოდიაა - ნეკნების, ხელების, ხალების, მზერისაც... მზე მაინც თბილია და ზამთარს ამარცხებს, და თუნდაც გათოვდეს, მე აპრილს მოგიყვან!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ^_^ ^_^ ნინიიი ძალიან მაგარია ^_^ ^_^ ^_^ ^_^ ნინიიი ძალიან მაგარია ^_^ ^_^
7. ძალიან, ძალიან კარგია. ძალიან, ძალიან კარგია.
6. უდიდესი მადლობა ყველას. გაიხარეთ <3 უდიდესი მადლობა ყველას. გაიხარეთ <3
5. მიხარია აქ თქვენი დანახვა, ეს ლექსიც მიხარია და მოგიკითხეთ გულით.
პატივისცემით,
მიხარია აქ თქვენი დანახვა, ეს ლექსიც მიხარია და მოგიკითხეთ გულით.
პატივისცემით,
4. ნია-კო, აპრილის ასულო,რა ევფონიური თბილი რაფსოდიაა!მოკითხვა,ლამაზო! ნია-კო, აპრილის ასულო,რა ევფონიური თბილი რაფსოდიაა!მოკითხვა,ლამაზო!
3. ნინო, საოცარი სიყვარულის უნარი გაქვს და ეს შენს ანწერებში ყველაზე კარგად ჩანს.
ნინო, საოცარი სიყვარულის უნარი გაქვს და ეს შენს ანწერებში ყველაზე კარგად ჩანს.
2. კარგია, ბევრი ლამაზი ფრაზებია! კარგია, ბევრი ლამაზი ფრაზებია!
1. მშვენიერია! მშვენიერია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|