ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზვიადიი
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2018


დარუბანდიდან დარიალამდე

დარუბანდიდან დარიალამდე
ნისლი ჩამოწვა როგორც გოროზი
მით უკადრისი მთები დალანდეს
შავმა ნისლებმა ელვის მოხმობით.
ხელი მოხვია თითქოს ძმასავით
ისე მოეჭდო და ჩაეხვია
ნისლი ეხურა როგორც ყავარი
მთა ჰგავდა ირისს და ღამე ცვრიანს.
მთებზე კენჭები დაგორდა ფორთხვით
დაღმა და დაღმა იწყეს სირბილი
იქვე ეკალი და ია მორცხვი
ესალმებიან თითქოს ტირილით.
და დამწუხრებულ ეკალბარდებში
თუ შეირხევა ნაზი პეპელა
ვერ იხალისებს მაღლა აფრენით
თავს დაადგება ნისლი ეშვებად.
დარუბანდიდან დარიალამდე
ხმა ჩამესმოდა გაუხუნარი
და უკადრისი მთები დალანდეს
შავმა ნისლებმა თითქოს ბუსავით.
ცაზე ვარსკვლავნი მწყობრად ეფინა
მთები უსმენდნენ ნიავის ჩურჩულს
როგორც ბურანში მექა - მედინა
ღამე, წყვიადში და მერე ურმულს.
შორი გზებივით ფართოვდებოდა
ნისლი ღამეში და შავდებოდა
და დარიალი მაგონდებოდა
და დარუბანდი მელანდებოდა

***
გიორგი ძიგვაშვილს

ზეცას კალოსფერი დასდებია
პურს სადაც ლეწდნენ მორგვით, კევრებით
ჰგავს მდელო გაშლილ ცას ვარსკვლავიანს
გატიალებულს უცხო მდევრების.
მიმობნეულა ცაზე ვარსკვლავნი
და ზედ ჰკიდია აკიდოებად
ცხვარი ატეხავს ჟივილს ღამ - ღამით
ხელმოცარული არის დროება.
„ტყეს კი ნიავიც არ აგულისებს“
ძინავს უმწეოდ ქორ - შევარდნებსაც
ცა ვარსკვლავებით დავახუნძლინე
აკიდოებად მომელანდება
ჭოტი გასძახის,ძინავს ენძელას
ტირიფს გზის პირას მოუწყენია
გზის გავლა ღამით ისე მეძნელა
ქარი შეაკრთობს როგორც მზეწვიას.
და შაქარივით სიტკბოც მეღვრება
მაგრამ არა ჩანს გზის გასაყარი
ლოდივით მდუმარ ძინავს ენძელას
ჩემი ქვეყნისთვის ვარ ამაგდარი.
„აქ საქართველოს ძინავს გარდასულს
მის დიდ დარდებს და დიდ უბედობას“
მომენატრება, ვით ჩიტს განაბულს
ზეცის სიმშვიდე და მყუდროება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები