ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2018


იმედად

ვერსად წავუვალ შენს თვალებს, ვიცი,
გამიმიზეზდა ლოდინით დაღლა,
ვეღარ ვიგუე სიშიშვლე სივრცის
და უშენობა დამაჩნდა დაღად.

თუმცა, რაღა დროს, დრო არის რაღა,
სტრიქონებმაც კი დაკარგეს აზრი,
დგას მარტოობა ხესავით ახლა,
ტოტზე რომ ცალი ფოთოლი აზის.

მაინც შენს თვალებს ვერსაც წავუვალ,
ვიცი, და ისღა მრჩება იმედად,
რომ ისე უყვარს ღმერთს სასწაული,
ერთხელაც, ჩემთვის გამოიმეტებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები