მწვერვალის ძირში სიმშვიდეა, ვფხიზლდებით ძილში,
ვარსკვლავთა თვალებს ვუთვალთვალებთ, - ჰე, მთვარე, მთვარე.
,,სიბნელის შიშში ნუ ვიქნებით" - ფიქრებო, გვიშლით
დღეს; ხოლო ,,ხვალე" ხილულია: შენ გაიხარე(ბ).
ჰო, გაიხარებ, დაიხრება მომავლის მხარე,
და ცისარტყელას გადაუფრენს ოცნება ყველა(?!).
ყოფიერების ფერიების თრთიან ფერები,
ჰო, მოფერებას, უბერებელს, - მოვეფერები.
ავტორი: მუხრან აბაშიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სოლე, გენაცვალე, შენც მოკითხვა და გახარება. სოლე, გენაცვალე, შენც მოკითხვა და გახარება.
1. როგორც ყოველთვის ლამაზი და იდუმალი! 5 დიდი მოკითხვა მუხრან! როგორც ყოველთვის ლამაზი და იდუმალი! 5 დიდი მოკითხვა მუხრან!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|