ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბიძია სემი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2018


*** ***

ზოგჯერ
შენი
ცუდად
ყოფნა,
იმდენად აშკარაა,
რომ შეუმჩნეველია.
მილიარდობით სულით გარშემორტყმული საკუთარ სხეულთან მარტოსული ხარ.

თავაშვებული სიცილით ემზადები ცუდად ყოფნისთვის

და
ყოველ ღამე
სახლში მისვლისას 
ამწყვდევ პანდორას ყუთში,
ანუ
საკუთარ თვალებს მიღმა
გაცრუებულ იმედებს.

არასდროს,
შენი იმათ არ ესმით,
ვინც გულმოდგინედ გისმენს.

და
რაღას უზამ,
ენის ძაფიდან
დიდი ხნის მომწყდარ გულს,

ავტომატურად
ირგებ
ღიმილიან სახეს - სამარადისო ეპიტაფიას,

გადიხარ გარეთ,
ავრცელებ სიცილებს
და
რჩები
შეუმჩნეველი,
როგორც ტაძრის შუაგულში პირველი სანთელი,
რომლითაც ცეცხლი გადაუკიდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს