მე მგავს ეს ბაღი, მე ანთეოზის შორეული ნათესავი ვარ და ჩამოგყურებ. საკუთარ თავში შენად ქცევის პოტენციას ვესათუთები. და შენ ჩემში ხარ მაშინაც, როცა ზღვა ტერფებთან რევერანსით მომეახლება და დასაბამის ამბავს მიამბობს; მაშინაც, როცა მრავალთვალა ღამის ზეცას სურს მიმიზიდოს მზაკვრული მზერით. შენ ხარ სიმშვიდეც, მღელვარებაც და ძალაც ჩემი. შენ, ვისშიაც გაითქვიფა ჩემი წარსული და ვისკენაც ჩემი ხვალე მოექანება. ხანდახან ვფიქრობ, რად მომეცი სივრცის მიღმა ჭვრეტის სურვილი, უხილველის ხილვის წადილი, როცა შენა ხარ საწყისიც და ბოლო წერტილიც; როცა შენთვის ერთი ფასი, ერთი წონა აქვს, ცარიელ თვალებს ჩამოგაწვდი, თუ გადაჭედილს ჭრელი კადრებით. მე ვარ ეს ბაღი - შენი კანის მცირე უჯრედი, ზოგან ასეთი აწეწილი, სარეველის და ქვა- ღორღის მჩენი. ალაგ - ახლახანს ამოზრდილი, სასათუთე ჯიშის ნერგებით, სხვაგან კი - წლებით ტოტებშელახული ხეხილით მშვენი. მე ვარ ეს ბაღი და ლექსებს ვისხამ, თუ სათანადო მსტუმრობს ტაროსი. ახალი ქინძის როზეტივით იზრდებიან ჩემი ლექსები, ახალი ქინძის სურნელი ასდით. რიტუალია ლექსიც და შრომაც, პატივს მოგაგებ და გეფერები. ხომ შეიძლება, შენს სხეულში უხილავმა მი-მოდინებამ ოფლის წვეთი მიუტანოს ჩემს გარდასულებს და გაუნელოს შენადქმნის სევდა...
შენი სხეულის უმცირესი ნაწილაკი ვარ და სანამ ზურგით დამატარებ და მანებივრებ; სანამ ჩემი დროც არყოფნაში ჩაიმარცვლება; სანამ შეგიცნობ შენივ სიღრმიდან და კვების ჯაჭვის საწყის რგოლად ავბიბინდები, მოდი, ვიქნები ასე უტეხი და გლეხის როლში კარგად შესული, მხოლოდ ხანდახან მწერლობანას წავითამაშებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რა მრავალფეროვანი ნახატებია 5 რა მრავალფეროვანი ნახატებია 5
5. დიდი მადლობა სამყაროს მიღმავ დიდი მადლობა სამყაროს მიღმავ
4. მწყინს ხოლმე როცა ასეთ კარგ ტექსტებს გადავაწყდები და მკითხველი არ არის!
მწყინს ხოლმე როცა ასეთ კარგ ტექსტებს გადავაწყდები და მკითხველი არ არის!
3. ქალბატონო მზია, დაგვინებით გიხდით მადლობას, ამ ლექზე გამოხმაურებისთვის. ქალბატონო მზია, დაგვინებით გიხდით მადლობას, ამ ლექზე გამოხმაურებისთვის.
1. რა კარგია, მშვიდი. რა ლამაზი რიტმი აქვს. ძალიან ვაფასებ რიტმს ლექსში.
რა კარგია, მშვიდი. რა ლამაზი რიტმი აქვს. ძალიან ვაფასებ რიტმს ლექსში.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|