ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2018


სიცოცხლეს ფრთები ჭირდება ფრთები.

უანგარო სიყვარულიც
ის არის ალბათ,
მოსათიბ ყვავილს
ფუტკარივით გადაეფარო,
დაე ყვავილმაც
ჩათვალოს რომ
შენ აფრენა ვერ მოასწარი.
***************************
ერთი ფასი აქვს ჩიტსა თუ ფუტკარს,
სიცოცხლეს ფრთები ჭირდება ფრთები.
მთებო ვერასდროს ვერა ხართ ერთად,
ერთურთის ნაცვამ ნისლს ეფერებით.
მე ყველაფერი ვისწავლე თქვენგან
და განზე ჩუმად დადგნენ ხელები.
მე მხოლოდ მასზე სიზმრებით ვსუნთქავ
და ამ სიზმრებშიც კი არ ვეხები.
ვით ანგელოზთა დამფრთხალი გუნდი,
მიფარფატებდა ნისლი ხევებში
და მკვდარი ჩიტის ფრთებივით დუმდა,
მიწაზე, ზეცის რაც იყო ჩემში.
ხან მთის ყვავილთა თრთოლვა შემშლიდა,
ხან დეკიანი მთების ხავერდი.
ვიფიქრე თოვლი თუ მიშველიდა
და მივუშვირე ფიფქებს თვალები,
თოვლიც შენსავით სულში შევიდა
და გადაშალა სხვა საქალეთი.
გარდა , შენს გარდა, გარდა წამების
და ახლა ასე ჩემი თვალები,
გვანან შენს სულში, გადამფრენ ჩიტებს.
ფრთები კი თვითონ მე შევაჭერი,
რომ საოცნებო მქონოდა კიდევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები