ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია123
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2018


შავი პანტერა - წყევლა

ბავშობაში სოფელში ხშირად ჩავდიოდით ხოლმე . მახსოვს სოფლის ბავშვები შევიკრიბებოდით და ათას რამეს ვთამაშობდით , დავრბოდით და სოფლის ამბებს გულდასმით მიმოვიხილავდით. ერთი მოხუცი ნიკოლაი ცხოვრობდა იქვე ახლოს , ყველას ეცოდებოდა , ბაშვსაც და მოხუცსაც . ასე ამბობდნენ  ,,საწყალი ნიკოლაი , არც ჩვნი ესმის და არც ჩვენ გვესმის მისიო ‘’ არც შვილები ჰყავდა და  არცა პატრონი ვინმე , მარტო ჩამოჯდებოდა თავის სახლში და გაჰყურებდა თავის ეზოს . ასე ამბობდნენ კიდე კაი ხატვა მაინც შეუძლია და ხატავს თორემ მის  სიცოცხლეს ჩალის ფასიც არა აქვსო .
  ძალიან მეცოდებოდა ნიკოლაი პაპა , როგორ გითხრათ ვერ გამეგო ცხოვრებამ ასე მარტო  რატო დატოვა , მაგრამ რა გინდა რომ გექნა , ვიცოდი ვერც ჩემსას გაიგებდა , მე კიდე მისას. ერთხელ ბურთი გადაგვივარდა მის ეზოში , ვერავინ გაბედა მასთან გადასვლა. ყველას ეშინოდა , ასე ეგონათ გამოგვაგდებს და დაგვსჯისო.  მე როგროც ყველაზე უშიშარმა გოგონამ გადაძრომა გადავწყვიტე , ვიფიქრე რა უნდა დამიშავოს მეთქი . თუ არადა სირბილი ისეთი შემეძლო ვერავინ მაჯობებდა მით უმეტეს მოხუცი პაპა.
  გადავძვერი , ბურთი არსად ჩანდა. ძებნა დავიწყე , როცა ჩვენი წითელი ბურთი სახლის აივანზე დავინახე. აი , მაშინ კი ცოტა შემეშინდა , მაგრამ მე ხომ მამაცი ჯუნა  ვიყავი , ხოდა ავძვერი აივანზე , ბურთი ხელში ავიღე და მხიარულად გადავწყვიტე დაბრუნება. უცებ შევამჩნიე რომ კაბა ძველი აივნის ოღროჩოღრო ფიცარს წამოედო და ვერსაითკენ ვეღარ ვიძროდი. შემეშინდა  და ის ის იყო თვალებზე ცრემლი მომადგა, რომ ფანჯრის პატარა ჭუჭრუტანიდან დავინახე ნახატები . ისე გამიტაცა ნახატების სიმრავლემ და ცხოველთა სილამაზემ რომ კაბაც გადამავიწყდა და ბურთიც. სასწრაფოდ გავინთავისუფლე კაბა და ბავშვებთან შეშფოთებული დავბრუნდი. მაშინ მახსოვს ყველამ სიცილი დაიწყო -‘’ აბა  მაგარი გოგო ვარო ჯუნა  და არ მეშინია ბურთის მოტანისო....’’ სად არის ჯუნა ბურთი ? სად არის აბა ბურთი?.....................
სახლში მისული თვალს ვერაფრით ვხუჭავდი , მაინც რამდენი ნახატი იყო იმ პატარა ოთახში ,  თან ყველგან შავი უცნაური ცხოველი , არა ზოგან თეთრიც იყო მგონი , ყავისფერიც ... არა ,არა ჯუნა ყველა შავი ცხოველი იყო .... ასე ვეუბნებოდი საკუთარს თავს.....
    მეორე დღეს ბავშვებთან მოვიმიზეზე ავად ვარ და სახლში უნდა დავრჩე მეთქი , სინამვილეში კი ნიკოლაი პაპას სახლს ვესტუმრე , ვიცოდი იმ დროს უკან ყანაში რომ მიდიოდა და ისევ ჩუმა ავძვერი მის აივანზე . ახლა უფრო ფართოდ შევაღე ფანჯარა და დავინახე მართლაც საოცარად ბევრი და ლამაზი ნახატი . ყველგან შავი ვეფხვი ეხატა , თავიდან შემეშინდა , მაგრამ შემდეგ მათმა ცისფერმა , ზოგჯერ კი მწვანე თვალებმა მომნუსხა და ნახატებს მიმაჯაჭვა. ვერ გავიგე როგორ გავიდა ერთი , ორი თუ სამი საათიც კი , ყველა ნახატი ცალ -ცალკე ისტორიას აღწერდა , ყველა ნახატი ახალ ემოციას გადმოსცემდა, მე პატარა  გოგონას თავში უამრავი ფიქრი და აზრი მიტრიალებდა ვერ გამერკვია , ვერ ამეხსნა რა ხდებოდა  ჩემს თავს. 
  ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე , როგორ დაბინდა. უცბად ფეხის ხმა გავიგე თითქოს კიბეზე ვიღაც ამოდისო . არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , გაქცევას ვეღარ მოვასწრებდი და იქვე ნახატებთან ჩავიმალე. ნიკოლაი პაპა შემოვიდა , იქვე მდგარ ძველ ტახტთან ჩამოჯდა , ძველი პური გატეხა და ცივ წყალში მურაბა გახსნა და ჭამა დაიწყო. მერე უცაბედად წამოდგა , ნახატებთან მივიდა და ცქერა შავ ცხოველს დაუწყო . წყევლა , წყევლა ასე იძახდა რამოდენიმე წამი , მერე შავ ცხოველს თვალის ფერი შეუცვალა და იქვე მდგარ ძველ ტახტზე წამოწვა.
  სახლში მალე უნდა მივსულიყავი , თორემ ძებნას დამიწყებდნენ ამიტომ ჩუმად დაველოდე როდის ჩაეძინებოდა ნიკოლაი პაპას და გამოვიპარე , მაგრამ ამის შემდეგ ყოველ დღე ჩუმად შევიპარებოდი და ნაახატებს ვუყურებდი , უფრო და უფრო მომწონდა თითოელი მათგანი . მერე გამოვიპარებოდი და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ ნიკოლაი პაპამ არ წამასწრო თავის სახლში .  მაშინ მახსოვს საოცრად შემეშინდა ვიფიქრე ახლა დამსჯის მეთქი მაგრამ , არა .....  დიდხანს მიყურებდა , მოსიყვარულე თვალებით , მერე ხელი ჩამჭიდა და ერთ-ერთ ნახატთან მიმიყვანა.....
    პირველი ნახატი, რომელთანაც მივედით  აღწერდა ახალგაზრდა ბიჭის და შავი ცხოველის მეგობრობას , იქვე ახლოს ნაკადული იყო დახატული და ჩიტები , რომლებიც ადამიანის და ცხოველის მეგობრობას უმღეროდნენ. მერე მორე ნახატთან მიმიყვანა , აქაც იგივე ახალგაზრდა ბიჭი და ისევ ის  შავი ცხოველი , თუმცა ამჯერად უღრანი ტყე იყო დახატული , თუმცა ორივეს მომღიმარი სახე ჰქონდა , შემდეგ იყო მესამე,  მეოთხე , მეხუთე ნახატები ხან მდელოზე და ხანაც მთაში , როგორ ეხმარებოდა შავი ცხოველი მეგობარს მტრებისგან დაცვაში , განსაკუთრებით ორგული მგლები , რომლებსაც მისი მოკლვაც კი უნდოდათ , როგორ საოცრად იცავდა შავი ცხოველი მეგობარს  და ისიც როგორ ზრუნავდა მასზე.  თუმცა შემდეგ ნახატებში ყველაფერი იცვლებოდა , იგრძნობოდა როგორ ბეზრდებოდა ახაგაზრდა ჭაბუკს შავი ცხოველი  , როგორ ივიწყებდა მას , ის კი არა და არ შორდებოდა . ჭაბუკი  ცდილობდა დამალოდა , გზა კვალი აებნია  და თავისი ცხოვრებიდან მოეშორებინა იგი , შავი ცხოველი კი ერთგულად დაჰყვებოდა , გამალებით ეძებდა  და მის დაცვას ცდილობდა . მაგრამ აი იმ სურათს , რომ მიუახლოვდით  ნიკოლაი პაპამ , სწრაფად სუნთქვა დაიწყო ხელები აუკანკალდა ვერ გაეგო რა ემართებოდა , წყევლა  წყევლაო გაიძახდა , და მეც  უცაბედად შევხედე სურათს და დავინახე ,  დავინახე როგორ კლავდა  ახალგაზრდა ბიჭი  შავ ცხოველს , ასე უსულოდ და უსულგულოდ.თითქოს შავი ცხოველიც არ ნებდებოდა და თავის დაცვის მიზნით ახალგაზრდა ბიჭს ყურს აჭამდა . შემეშინდა , სასწრაფოდ ახალი სურათის ძებნა დავიწყე და კიდეც ვიპოვე  ბოლო სურათი , ალბათ იმედი მქონდა , რომ რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა , მაგრამ  .......... ბოლო  სურათში  შავი ცხოველი აღარ იყო  , ახალგაზრდა ჭაბუკი კი სულ მარტო იჯდა  ყველასაგან და ყველაფრისგან გარიყული....... ამ დროს შევამჩნიე , რომ    ნიკოლაი პაპა გულამოსკვნილი ტიროდა......
გაოცებული იქვე ჩამოვჯექი  , მინდოდქა რამით მენუგეშებინა ......... მაგრამ როგორ ? მას არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს მაგებინებდა , მხოლოდ იძახდა შავი პანტერას წყევლააო  ...............
თუმცა კი მის თვალებში პატარა ჯუნა კარგად  კითხულობდა დიდ ტკივილს , თანაგრძნობას , სიყვარულს მონანიებას  და მონატრებას , შავი ცხოველის მონატრებას , რომელსაც ყველა ნახატი ერთიანად და ცალ ცალკე გადმოსცემდა ........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს