ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2018


კ ე ს ა ნ ე

რარიგად მინდა ტბა ვიყო,
ცა დავიტიო თვალებში,
ანდა ზღვა ვიყო  თოლიებს
ვანანავებდე  ტალღებში,
ცა ვიყო სიყვარულისთვინ
მცველი, მფარველი მერცხლებში
ცივ  წყარო ვიყო მცინარე,
წყურვილსა ვკლავდე მგზავრებში
გზას ვიკვალავდე სუყველგან
მინდვრად,  გინდ ეკალბარდებში
გადავიარო ტყეველი
ბინა დავიდო ბაღებში.
ხალისს ვუცვლიდე სუყველას
ფიქრებში ღამენათევში
ხან დავისვენო  წამიწამ
დარდს გვერდ ვუქციო  ნაღველში,
ანდა მზე ვიყო აგვისტოს
სევდა არ მქონდეს ნამცეცი.
არცარა მწყინდეს, არც ვწყენდე
არც მოწყალებას ვითხოვდე,
დავისვენებდე მთის თხემზე
რაც როგორ მწყურდეს ვიქმოდე
სიხარულს გამოვკვერავდე,
სიყვარულს გამოგიცხობდე
ჩემ იქნებოდეს საცქერად
ეგ ტანი შენი კენარე
მოგიჯდებოდი გვერდს დღისით
გეტყოდი შენი კვნესამე
არ მიგატოვებ და შენ  კი
სულ ჩემ იქნები კესანე
დედას  ხანდაზმულს გულშია
დარდს ყველას მოვაცილებდე.
ყრმის ძალას ჩავუსახლებდე
გულს სიხალისით ვუვსებდე
მე  კი მაგ ფარულ  სიტურფეს
ვლაღობდე,დავფოფინებდე
შენ კი შენ  ჩემო კესანე.
მივლიდე, დამაღვინებდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები