ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2018


თუ მეცხრე ცაზე, მოიტეხე ღრუბლებზე ფრთები, ჩემს გალიის წინ ნუ ატირდები.

თუ მეცხრე ცაზე, მოიტეხე ღრუბლებზე ფრთები,
ჩემს გალიის წინ ნუ ატირდები.
**********************************************
თოვლიც რაღაცას მალავდა თითქოს.,
თავის სითეთრით და სისუფთავით.
მე მიგატოვე, მე ვიცი თვითონ,
თუმც ზამთრის ხეზე ბუდე ვიყავი
და მე მტოვებდენ , მტოვებდენ თვითონ.
ასე ყველაფერს თავისი ყავლი,
გასდის და ბოლოს ყველა გალია,
ჩიტების ნეშტის გამოსატანად,
მაინც იღება ადრე თუ გვიან.
იქნებ გალიის ჩიტი ვიყავით
და ჩემს წასვლასაც სიკვდილი ქვია.
აღარც თვალები გიღვივის ლურჯად
და სულშიც უკვე ჩამცხრალი მზეა.
მეც ტკივილებზე თვალს ისე ვხუჭავ,
როგორც თოვაში ღმერთი ყვავილზე.
ვით მკვლელი თავის სისხლიან მუჭას,
გიფრთხიან ახლა ჩემი თვალებიც.
ადრე ტკივილებს ვითმენდი მუნჯად,
ახლა კი როგორც მზეს ვარსკვლავებში,
ტკივილებს ლექსში არეკვლა უნდათ.
მე მიგატოვე, ჩაგაკვდი ხელში
და ხსნიან ამ დროს კლიტეს გალიას,
მე მოვკვდი რადგან გაგესწრო ცაში,
შენ ჩემი ნეშტის გამოტანისას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები