შავი,მუხლამდე პალტო აცვია. ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და მოაბიჯებს თავდახრილი. არავის უყურებს. მარტოა თავისთავთან და თითქოს არც არავისთან შეხვედრა უნდა ახლა. თითქმის დაღამდა. სულ ცოტაც და ქუჩის ფარნები აინთებიან. ჯიბიდან ტელეფონს იღებს და რეკავს.ელოდება.ელოდება. მერე ისევ ჯიბეში აბრუნებს ტელეფონს და იქვე ქუჩის სკამზე ჯდება. პალტოს იხსნის.სიგარეტს იღებს და ჯიბეში სანთებელას ძებნას იწყებს. ვერ პოულობს და გამვლელ ბიჭს სთხოვს. მერე თავს უკრავს მადლობის ნიშნად და თავის ადგილს უბრუნდება. არსად ეჩქარება. არც გამვლელებს უყურებს.ზის თავისთვის და ეწევა. რამდენიმე წუთში დგება და იქვე მაღაზიაში შედის.ორ ბოთლ ლუდს ყიდულობს,გამყიდველს გახსნას სთხოვს. ერთ ბოთლს იმ წვერიან მამაკაცს აძლევს,მაღაზიის კართან რომ დგას და მოწყალებას ითხოვს. კაცს ეღიმება და მადლობას უხდის.ხელის აწევით ემშვიდობება და მიდის. სახლამდე არცისე შორია. კიბე ძველია და გრძელი. ძალიანაც რომ მოინდომო,ჩუმად ვერ აივლი. არც უცდია. ნელი და დინჯი ნაბიჯით აუყვა. ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს,დედას ეძინოს. ლაპარაკის თავი არ აქვს. დედა კი აუცილებლად ჰკითხავს როგორ არის. დღეს ძალიან ეზარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხვალ,ხვალ შეეკითხოს. კარს ჩუმად აღებს და პალტოს იხდის. სახლში ყავის და დარიჩინის სუნია. დედას უყვარს დარიჩინიანი ყავა. სამზარეულოში შედის და მაცივრიდან წყლიან გრაფინს იღებს. ბავშვობიდან,ზამთარშიც კი მაცივრის წყალს სვამს. მაგიდაზე ტილოგადაფარებული ვახშამია დატოვებული. შუქს აქრობს და თავისი საძინებლისკენ მიდის. -დე.. ესმის მშობლების საძინებლიდან. კარი ოდნავ ღიად დაუტოვებიათ. -მოვედი...ამბობს ხმადაბლა. -გინდა ავდგე და ჩაი გაგიკეთო? -არა..დილით დავლევ. -კარგი,დაიძინე.. -ჰო..ძილინების.. -დე..დღეს პატარა ბიჭი მოვიდა,ძალიან ლამაზ თევზებს ყიდდა,ჩემია,ძალიან მიყვარს,მაგრამ ფული მჭირდებაო....მამაშენმა სულ გაატანა ის ფული,შენ რომ წამლისთვის დატოვე....თევზებიც... ეღიმება. დედას შუბლზე კოცნის და ოთახიდან გადის. ლოგინზე გაუხდელად წვება,
შორიდან, პალტოს ჯიბეში ჩატოვებული ტელეფონის ხმა ისმის....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. სერენა დიდი მადლობა) მიხარია დადებითი განწყობა რომ მოგიტანათ ჩემმა ნაწერმა) შეიძლება რათქმაუნდა ქალიც იყოს,მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცია)))) სერენა დიდი მადლობა) მიხარია დადებითი განწყობა რომ მოგიტანათ ჩემმა ნაწერმა) შეიძლება რათქმაუნდა ქალიც იყოს,მაგრამ ამ შემთხვევაში მამაკაცია))))
19. ვისიამოვნე, მომწონს ნაწერები სადაც ემოცია და ატმოსფერო პრიორიტეულია, თან თუ ავტროს ზუსტად ესმის რა გარემოსაც ქმნის.
(აქ არსად წერია რომ მოქმედი გმირი მაინცდამაინც ბიჭია, გოგონაც შეიძლება სვამდეს ლუდს და მაწანწალასთვისაც ყიდულობდეს მეორეს, ამსთან იჯდეს ძელსკამზე და ეწეოდეს. )
მე ვფიქრობ რომ ასე უნდა დარჩეს როგორც არის.
ხუთი ქულა გრიფინდორს ! 5 )))
ვისიამოვნე, მომწონს ნაწერები სადაც ემოცია და ატმოსფერო პრიორიტეულია, თან თუ ავტროს ზუსტად ესმის რა გარემოსაც ქმნის.
(აქ არსად წერია რომ მოქმედი გმირი მაინცდამაინც ბიჭია, გოგონაც შეიძლება სვამდეს ლუდს და მაწანწალასთვისაც ყიდულობდეს მეორეს, ამსთან იჯდეს ძელსკამზე და ეწეოდეს. )
მე ვფიქრობ რომ ასე უნდა დარჩეს როგორც არის.
ხუთი ქულა გრიფინდორს ! 5 )))
18. ნიკი დიდი მადლობა ასეთი რომ ხარ)) ნიკი დიდი მადლობა ასეთი რომ ხარ))
17. რა მაგის პასუხია და ძალიან მაგარი სურათი გაქვს ავატარზე ზღვისპირელო რა მაგის პასუხია და ძალიან მაგარი სურათი გაქვს ავატარზე ზღვისპირელო
16. კარგი და თბილი მოთხრობაა
5-ს დავწერ პატარა ბიჭისთვის გატანებული წამლის ფულის გამო თუნდაც თუნდაც მეორე ლუდისთვის
ეს ტელეფონის ხმა ცოტა ამოვარდნილია თითქოს გასაგებია რომ საყვარელ ადამიანს ურეკავდა, მაგრამ მაინც...
5 კარგი და თბილი მოთხრობაა
5-ს დავწერ პატარა ბიჭისთვის გატანებული წამლის ფულის გამო თუნდაც თუნდაც მეორე ლუდისთვის
ეს ტელეფონის ხმა ცოტა ამოვარდნილია თითქოს გასაგებია რომ საყვარელ ადამიანს ურეკავდა, მაგრამ მაინც...
5
15. ზარს უპასუხე(თ) და მოგახსენებთ ზარს უპასუხე(თ) და მოგახსენებთ
14. დათო როგორ გავიგოთ?)))) დათო როგორ გავიგოთ?))))
12. საკონკურსოდ არც მიფიქრია))))) მადლობა ნეფერტარ.... საკონკურსოდ არც მიფიქრია))))) მადლობა ნეფერტარ....
11. კარგია, მომეწონა. 5. მგონი არაფერს უნდა დაშლა და აწყობა. ძალიან ნათელი მოთხრობაა. ოღონდ საკონკურსოდ არ გამოდგება. :)
კარგია, მომეწონა. 5. მგონი არაფერს უნდა დაშლა და აწყობა. ძალიან ნათელი მოთხრობაა. ოღონდ საკონკურსოდ არ გამოდგება. :)
10. მუხა მადლობა)) მიხარია რომ მოგწონთ) მუხა მადლობა)) მიხარია რომ მოგწონთ)
9. მიყვარს ამ ავტორის ფანტასტიკური სენტიმენტები. მიყვარს ამ ავტორის ფანტასტიკური სენტიმენტები.
8. და აგრესიული ვინ არის ზღვისპირელო?
და აგრესიული ვინ არის ზღვისპირელო?
7. ))))) ჰო,არ იქნება ცუდი... ))))) ჰო,არ იქნება ცუდი...
6. უნდა დაშალო თავიდან ის, რასაც თავი მოუყარე და ახსნა - რატომ რეკავს ისევ ტელეფონი:) 5. უნდა დაშალო თავიდან ის, რასაც თავი მოუყარე და ახსნა - რატომ რეკავს ისევ ტელეფონი:) 5.
5. ))))) ჰო..ვფიქრობ გავაგრძელო)) მადლობა <3 ))))) ჰო..ვფიქრობ გავაგრძელო)) მადლობა <3
4. მგონი რომ რავი.
დამაინტერესდა როგორი იყო ის ბიჭი, ან რა ერქვა და ან რანაირი იყო. ან გააგრძელე ან რამე უქენი მგონი რომ რავი.
დამაინტერესდა როგორი იყო ის ბიჭი, ან რა ერქვა და ან რანაირი იყო. ან გააგრძელე ან რამე უქენი
3. დიდი მადლობა) დიდი მადლობა)
1. კარგია. ზუსტად ისაა, რაც უნდა იყოს. კარგია. ზუსტად ისაა, რაც უნდა იყოს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|